GE

7 შეკითხვა, რაც სწავლის დაწყების დღეს მასწავლებელმა მშობელს უნდა დაუსვას

ელენა აგილარი -ტრენერი ტრანსფორმაციული ლიდერობის საკითხებში

ყველა მასწავლებელმა იცის, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება ყველა მოსწავლის მშობელთან აუცილებელია. რადგან მშობელთან კონტაქტით მოსწავლის შესახებ მეტ ინფორმაციას ვიღებთ. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელი უკავშირდება მშობლებს და სთხოვს მათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, თუ რას ელიან ახალ სასწავლო წელს მშობლები მასწავლებლისა და საკუთარი შვილებისაგან.

აი ის შეკითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ მასწავლებლებმა მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში:

1. რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
2. როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
3. როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი?
4. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
5. როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
6. არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
7. არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?

ხშირად, დროის სიმცირის გამო, მშობელთან ხშირი კონტაქტი ვერ ხერხდება, ვთვლი, რომ ღირს მშობლებს ამ კითხვებით მივმართოთ. შეგიძლიათ, ამ შეკითხვების დასასმელად სატელეფონო ზარი ან ელექტრონული ფოსტა გამოიყენოთ.

მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, შვილს არ იცოდნებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მასწავლებელი. ამავე დროს, პედაგოგმა შიძლება, არ იცოდეს ის ინფორმაცია, რაც მშობელს შეუძლია მიაწოდოს ბავშვის შესახებ.

რა კიხვებს უსვამთ თქვენ და თქვენი კოლეგები მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში? რა კითხვებს დაამატებდით?

წყარო: edutopia

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური