ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
8-9 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე – “ეკონომიკა, ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები ქვეყნის განვითარებაში – გამოწვევები და პერსპექტივები”. სამეცნიერო ფორუმი წარმოდგენილი იყო 14 უნივერსიტეტით და სამეცნიერო ორგანიზაციით (სულ 38 მოხსენება).
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნინო ხაზარაძე.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე კოლეგების წინაშე წარდგნენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ლია ელიავა (მოხს: “ბიტკოინის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს საფინანსო ბაზარზე”), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი პაატა კოღუაშვილი (მოხს: “აშშ სოფლის მეურნეობის გაკვეთილები”) და პროფესორი რევაზ კაკულია (მოხს: “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ქვეყნის მომავალი”).
პლენარული სხდომა სექციებში მუშაობით გაგრძელდა. გამოიცა და მონაწილეებს დაურიგდა კონფერენციის შრომათა კრებული. ნაშრომების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ყველა მოხსენებას დაერთვის სრულყოფილი ინგლისურენოვანი თარგმანი.
-
ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის – პროგრამები, ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა
by ქუთაისის უნივერსიტეტი