GE

RED BULL აქცია

ფოტო –
256

რედ ბულ ტუმ ტუმ პა პირველი თავისუფალი დრამინგის შეჯიბრია სტუდენტებისათვის. შეჯიბრის მთავარი მონაწილენი იქნებიან სტუდენტები და მათი საკანცელარიო ნივთი. საუკეთესო მონაწილეები აირჩევიან ჟიურის მიერ, რომლებიც გაემგზავრებიან რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ფინალზე.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სამ კაციან ჯგუფს, რომელსაც მიაჩნია რომ, შეუძლია შექმნას მუსიკა საკანცელარიო ნივთებისგან.

ინსტრუმენტებია: კალმები, ფანქრები, წიგნები, ჩანთები, მაკრატლები, საშლელები ან რედ ბულის ქილები და სხვ.
ჩვენ არ ვიყენებთ ჩვეულებრივ დრამებს, ბონგოებს და ელქტრო ინსტრუმენტებს. მონაწილეებს ეკრძალებათ სიმღერა, ბითბოქსი, მუსიკალური ინსტრუმეტების ან ნივთების გამოყენება ჩართულ მდგომარეობაში, რომლებიც აღჭურვილია ხმის გამოსაცემი მოწყობილობებით.

საქართველოს უნივერსიტეტის ჯგუფებისათვის პირველი ტური გაიმართება 29 აპრილს 16:00 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სადაც ასევე მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ჯგუფები.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ შემდეგ ვეგ გვერდს: http://www.redbulltumtumpa-caucasus.com/

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური