GE

1-ლი იანვრიდან 14 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი უქმდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 დეკემბრის N 1081 და N1082 ბრძანებების საფუძველზე, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უქმდება 14 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი.

ბრძანების თანახმად, უქმდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები:

  1. პრაქტიკოსი ექთანი
  2. ექთნის თანაშემწე
  3. ფარმაცევტის თანაშემწე
  4. სტომატოლოგიური საქმე
  5. მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  6. დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
  7. ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი
  8. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი)
  9. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
  10. სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი
  11. აგრარული ტექნიკის მექანიკოსი
  12. იუველირი
  13. მემინანქრე
  14. მქარგავი

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ამ ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არ არიან 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ზემოთ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ახალი პროფესიული სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური