10 ციფრული უნარ-ჩვევა, რომელთა შესწავლა ნამდვილად ღირს
გთავაზობთ ფუნდამენტური უნარ-ჩვევების მოკლე ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა ფლობდეს ნებისმიერი სტუდენტი თანამედროვე ეპოქაში, დაწყებული საკუთარი თავის ონლაინ ბრენდინგით, დამთავრებული პროგრამირების საბაზისო უნარებით. ამ უნარების ცოდნა გარანტირებულად გაზრდის თქვენი კომპიუტერული განათლების დონეს და რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ მათ დაუფლებას დამოუკიდებლად, წერს Gearmix-ი.
თუ უნივერსიტეტი დიდი ხნის წინ დაამთავრეთ, ან საერთოდ არ მიგიღიათ უმაღლესი განათლება, არაუშავს, სწავლა გვიანი არასოდეს არის, ამიტომ ციფრული უნარ-ჩვევების ჩამონათვალი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ გამოადგება ნებისმიერ მსურველს, ვისაც სიახლის შესწავლა სურს.
1. Wi-Fi – ქსელის მოწყობა
დღეისათვის Wi-Fi გვხვდება ყველგან და ძალიან ხელსაყრელია. ამიტომ უკაბელო ქსელის მოწყობისა და ორგანიზების ცოდნა დაგჭირდებათ და გამოგადგებათ კიდეც. ეს რთული სულაც არ არის, ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ არის მოდემის დაყენება, ახალი ქსელის გაშვება და ადგილობრივი პროვაიდერების მომსახურებისა და ფასების შესწავლა.
2. ე.წ. ბექაფების შექმნა
საყვარელი ფოტოალბომების, მუსიკალური ბიბლიოთეკების, ელ-წიგნებისა და სამუშაო დოკუმენტების უდიდესი ნაწილი ინახება თქვენი კომპიუტერის, ტელეფონის ან პლანშეტის მყარ დისკზე. აუცილებლად დაგჭირდებათ ამ ფაილების დაკოპირება, იმისათვის რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას არ წაიშალოს მთლიანად ან უბრალოდ ნებისმიერი მოწყობილობიდან რომ გქონდეთ მათზე წვდომა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საშუალებას აირჩევთ – iCloud-ს თუ Dropbox-ს, გამოიკვლიეთ სხვადასხვა ხელმისაწვდომი სერვისი და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ.
3. ფოტო მასალის საბაზისო დამუშავება (Photoshop)
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ აპირებთ გამოიყენოთ Photoshop-ი რეგულარულად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მისი საფუძვლების ცოდნა ნამდვილად არ გაწყენთ. სულ უფრო მეტი პროფესია ითხოვს ფოტოების რედაქტირების პროგრამების ახალი უნარების ცოდნას, იქნება ეს ჟურნალისტიკა, მარკეტინგი თუ საზოგადოებრივი საქმიანობის რომელიმე სფერო. ამიტომ, ამ პროგრამის ცოდნა ძალიან გამოგადგებათ.
4. ვიდეო მასალის საბაზისო დამუშავება (Final Cut Pro)
როგორც ფოტოს დამუშავება, ვიდეოს რედაქტირებაც ძალიან საჭირო უნარია თანამედროვეობაში. კითხეთ მეგობრებს, რომლებიც მულტიმედიით არიან გატაცებული, რომელს შეუძლია გასწავლოთ Final Cut Pro-ს საფუძვლები. ამ პროგრამის ცოდნით თქვენ, როგორც მინიმუმ YouTube-ზე იმუშავებთ თავისუფლად და შეძლებთ საინტერესო ვიდეო რგოლების შექმნას.
5. Google Drive და Microsoft Office
ეს ინსტრუმენტები შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან მარტივი, მაგრამ Google Drive-ის და Microsoft Office-ის შესაძლებლობების სრულყოფილად ცოდნა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სასარგებლო ციფრული უნარის შეძენაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში შეიძლება გქონდეთ. იმის შესწავლა, თუ როგორ შეძლოთ Excel-ში ცხრილის სწორად შედგენა, სინამდვილეში გარკვეულ მონდომებას მოითხოვს და ძალიან სპეციფიურ მოთხოვნად შეგხვდებათ ხვადასხვა სამუშაოსთან მიმართებაში. Google Drive-ს უკვე თან ერთვის დოკუმენტები, ცხრილები, სხვადასხვა მზა ფორმები და ერთი და იგივე დოკუმენტზე რამოდენიმე მომხმარებლის მუშაობის საშუალებას იძლევა. სლაიდ-შოუ პრეზენტაციები ისევ აქტუალურია, ამიტომ გაითავისეთ და კარგად შეისწავლეთ Microsoft PowerPoint და Google Presentations პროგრამები ან Prezi-ს ტიპის საიტების მუშაობის პრინციპი.
6. HTML-ის და პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
იმდენად, რამდენადაც ჩვენი კულტურა სულ უფრო ვებ-ფოკუსირებული ხდება, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ონლაინ-კონტენტების შექმნის უნარების გათავისება. ასევე მისი შემადგენლობის და წარმოდგენის ცოდნა. HTML5 – ეს სტანდარტული პროგრამული ენაა, რომელიც ყველგან გამოიყენება. სრულყოფილი პროგრამული ენების ცოდნა საკუთარი პროგრამების შექმნის საშუალებას მოგცემთ. გაგიადვილებთ კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღების პროცესს. პროგრამირების საბაზისო სახელმძღვანელოები შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში.
7. ვებ-გვერდის შექმნა და დომენის რეგისტრაცია
უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს უნდა ქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი, რომელიც საჭიროა პირადი ბრენდინგისთვის. ვებ-გვერდით შეგიძლიათ განახორციელოთ საკუთარი ნაშრომების დემონსტრირება, ან უბრალოდ ახალი უნარის შესაძენად გამოიყენოთ ის, რაც სამომავლოდ ნამდვილად გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ პროგრამირების ცოდნა, მაგრამ თქვენ ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-გვერდების შექმნის სხვადასხვა სერვისით, მაგალითად WordPress ან Squarespace.
თქვენ ასევე უნდა იცოდეთ საკუთარი დომენის შექმნა ან დარეგისტრირება. მაგალითად: „თქვენისახელი.wordpress.com“, რაც მეტ პროფესიონალიზმს აჩვენებს და უკეთესად წარმოგაჩენთ.
8. სხვადასხვა ფორმატის ფაილების კონვერტაცია
ზოგჯერ თქვენ გაქვთ სხვადასხვა ფორმატის ფაილები, რომლებიც საჭიროებს ფორმატირებას. მაგალითად თქვენ გაქვთ PDF-ი და გჭირდებათ DOC-ფაილი, ან WMA – MP3-ის ნაცვლად და ა.შ. ფაილების კონვერტირების ცოდნა ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეზუმეს გაგზავნა გჭირდებათ. ზოგიერთ პროგრამას, მაგალითად Microsoft Word-ს შეუძლია თქვენს მიერ გასაკეთებელი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, მაგრამ სხვა შემთხვევებისთვის თქვენ სპეციალური კონვერტაციის პროგრამები დაგჭირდებათ.
9. ონლაინ-ბანკინგი
მსხვილ ბანკებს თანამედროვე პირობებში აქვთ ძალაინ საინტერესო, ონლაინ-ბანკინგის სისტემა, ასევე მობილური აპლიკაციები, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ფინანსები ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამასთან მუშაობის ცოდნა საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის ოფისებში არსებულ რიგებს.
10. საკუთარი თავის ბრენდინგი
კომპანიები პოტენციურ თანამშრომლებს იკვლევენ საძიებო სისტემებისა და სოც-მედიის საშუალებით. რამდენადაც ინტერნეტ მომხმარებელთა 94% პირველი გვერდის იქეთ არ მიდის, თქვენსავე ინტერესებშია საკუთარი თავის სწორად ბრენდირება, მანამ სანამ სერიოზულ ვაკანსიაზე შეავსებთ განაცხადს და ინტერვიუზე წახვალთ.
რას ნიშნავს ეს? შეიყვანეთ თქვენი სახელი Google-ში და ნახეთ რა გამოჩნდება პირველ გვერდზე. თუ თქვენ ხედავთ ისეთ რამეს, რასაც თქვენთვის პრობლემის შექმნა შეუძლია, მაშინ შეისწავლეთ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. გაითვალისწინეთ, რომ პირადი ვებ-გვერდისა და დომენის შექმნისას აუცილებელია თქვენი სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებაც და ასევე იმაში დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი დადებით რეკომენდაციას გაგიწევთ. თუ თქვენ გაქვთ ისეთი რამ, რისი ჩვენებაც არ გსურთ პოტენციური დამსაქმებლისათვის (მაგალითად პირადი ფოტოები) – იზრუნეთ იმაზე, რომ ისინი საჯარო არ იყოს.
წყარო: http://ubr.ua