GE

10 საგანმანათლებლო აპლიკაცია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

მხიარული, უფასო, განსხვავებული და თან საგანმანათლებლო აპლიკაციერბისპოვნა მარტივია არაა. აქ კი 10 საუკეთესო (4-5 ვარსკვლავით) აპია ჩამოთვლილი, რომლებიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქმეს გაუმარტივებს და ახალი ინფორმაციის საინტერესოდ მიღების შესაძლებლობას მისცემს:

1. ABC Alphabet Phonics – ინგლისური ანბანის შესასწავლი აპლიკაციაა, რომელიც ბავშვს არამხოლოდ ვიზუალურად აჩვენებს ასოებს, თითოეული მათგანის სწორად გამოთქმასაც ასწავლის.

2. ABCMouse.com – ამ აპლიკაციაში გაერთიანებულია შემეცნებითი თამაშები, სიმღერები და წიგნები.

3. Bright World Ocean Forests eBook – თუ მსოფლიო ოკეანის დათვალიერება გსურთ, საოცნებო ადგილებში მოგზაურობამდე შეგიძლიათ, ეს პრორამა გადმოწეროთ.

4. Quizlet – Flashcards & Study Tools – ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი მხიარული ფლეშ-ბარათი ან შემოთავაზებული შაბლონებიდან აარჩიოთ სასურველი.

5. BrainPOP Featured Movie – უყურეთ სხვადასხვა ანიმაციურ ფილმებს ყოველდღე, გაიღრმავეთ ცოდნა და გააკეთეთ ინტერაქტიული ტესტები.

6. True or False: Quiz Battle – აპლიკაცია იტევს 1000-ზე მეტ კითხვას და მოიცავს 15 კატეორიას. ის საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას გაძლევთ.

7. Yousician – აპლიკაცია პიანინოზე და გიტარაზე დაკვრას „გასწავლით“. ის „უსმენს“ თქვენს დაკრულს და გაძლევთ შეფასებებს.

8. Duolingo – აპლიკაციის დახმარებით შეგიძიათ უფასოდ ისწავლოთ ესპანური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, იტალიური, ირლანდიური, ჰოლანდიური, დანიური, შვედური და ინგლისური.

9. My Books – Unlimited Library – ეს უფასო აპლიკაცია 23,469-ზე მეტი კლასიკური წიგნის ბიბლიოთეკაა.

10. play2prep – ACT-ისადა SAT-ის ტესტებისსიმულაციაა. აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები როგორც მათემატიკაში, ისე ინგლისურში.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: gettingsmart

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური