GE

10 ხერხი – როგორ გავხდეთ უფრო ჭკვიანი

1. შეისწავლეთ უცხო ენა

ახალი ენის შესწავლა რთული პროცესია, რომელიც ჰგავს იმ პროცესს, რომელსაც განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე მშვიდად ახორციელებენ ბავშვები. ამიტომაც, ჩვენ თავს ვგრძნობთ ბავშვად, როდესაც ვიწყებთ მორიგი უცხო ენის შესწავლას. თქვენ ის შეიძლება გამოიყენოთ ჭეშმარიტად პრაქტიკული მიზნებისთვის, ასევე მეხსიერების სავარჯიშოდ. სხვათაშორის, უცხო ენების შესწავლა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ მეხსიერების დაქვეითებას ხანდაზმულობისას.

2. შეადგინეთ საკითხავი წიგნების სია

როდესაც ჩვენ გვესაჭიროება რაიმე ახლის გაგება, პირველ რიგში პასუხებს ვეძებთ წიგნებში. მაგრამ კითხვის პროცესი არ უნდა იყოს უაზრო, უმჯობესია, შევუსაბამოთ იგი გარკვეულ გეგმას. შეადგინეთ თქვენთვის წასაკითხი წიგნების სია, განათავსეთ წიგნები შესწავლის სფეროების ან ჟანრის მიხედვით და შეუდექით კითხვას. ამ რეკომენდაციის ფარგლებში, მე გირჩევთ, ისწავლოთ კითხვა სწორად, აითვისოთ ინფორმაცია წიგნებიდან მაქსიმალური სარგებლით, „აქტიური კითხვის“ მეთოდით.

3. მიმართეთ ხელოვნებას

განათლებულ ადამიანს ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ხელოვნებასთან გარკვეული შეხების გარეშე. მაგრამ ხშირად ჩვენ უბრალოდ არ გვყოფნის ამისთვის დრო. ხელოვნება კი – ეს არამარტო სანახაობაა, არამედ, მის ხარჯზე შესაძლებელია განავითაროთ თქვენი აზროვნება და აღქმა. შეეცადეთ, შეისწავლოთ კაცობრიობის კულტურული აქტივობის რომელიმე სფერო, მაგალითისთვის, სახვითი ხელოვნება. მოინახულეთ გამოფენები, უყურეთ ფილმებს, უსმინეთ მუსიკას. ეს მიგიყვანთ არა მხოლოდ შინაგანი და საზოგადო პროცესების აღქმასთან, არამედ, სავსე ცხოვრების შეგრძნებასთან.

4. გამოიძინეთ

საერთოდ, ეს რჩევა უმჯობესი იქნებოდა მოცემულ მასალაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა, მაგრამ ეს ისედაც აშკარაა. თუმცა, კავშირი კარგ ძილსა და გონებრივ აქტივობას შორის ყოველთვის არ არის ნათელი. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ გიცდიათ მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოუძინებელმა, მაშინ კარგად მიხვდებით ძილსა და გონებრივ აქტივობას შორის დამოკიდებულებას. გამოუძინებლობა დამღუპველია ტვინისათვის, ხოლო თუ თქვენ კარგად გამოიძინებთ, იგრძნობთ გონებრივი ძალების ძლიერი ნაკადის მოდინებას.

5. მიირთვით ჯანსაღი საკვები

არსებობს მრავალი პროდუქტი, რომლებიც მოქმედებენ ტვინის სტიმულატორებად და აფერხებენ მეხსიერების დაქვეითებას. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, არ დაგავიწყდეთ მწვანილი და პურეული. არც კი ღირს იმის შეხსენება, რომ ზღვის პროდუქტები აგრეთვე ეხმარება ტვინის მუშაობას. გარდა ამისა, თუ თქვენ მუშაობთ ინტელექტუალურ ფრონტზე, მაშინ მიიღეთ მეტი სითხე: მწვანე ჩაი, მინერალური წყალი. შოკოლადი და ყავა აგრეთვე სასარგებლოა ტვინისთვის, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

6. გაიცანით ახალი ხალხი

ეს პუნქტი ძალიან გვინდოდა დაგვესათაურებინა როგორც „გამოიყენეთ სოციალური ქსელები“, რაც არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან. სოციალური ქსელების მრავალფეროვნება, მათი გაგება და სახელებისა და სახეების ბანალური მისადაგება – ეს არის რთული გონებრივი სამუშაო. ახალი ხალხის გაცნობით, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც, თქვენ გეძლევათ არა მხოლოდ ახლის გაგების შესაძლებლობა, არამედ სასარგებლო კავშირების მოპოვების საშუალებაც. ნეტვორკინგზე, ანუ სამუშაო კონტაქტების პირადი ქსელის შექმნაზე, ცალკე წიგნიც კი არსებობს.

7. ითამაშეთ ვიდეოთამაშები

უცნაური რჩევაა არა? თუმცა, ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებით თამაშობენ ვიდეოთამაშებს, იღებენ უფრო მაღალ შეფასებებს ვიდრე მათი თანატოლები. თუმცა, რთულია წარმოიდგინო ბავშვი, რომელიც არ თამაშობს. ხოლო უფროსები- პირიქით. როდესაც ჩვენ ვთამაშობთ რთული ამოცანების მქონე თამაშებს, ხშირად გვიხდება თავსატეხების ამოხსნა, გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება და სიუჟეტის განვითარების გზის არჩევა. საჭიროა კი ვთქვათ, რომ ეს სასარგებლო გონებრივი აქტივობაა?

8. უყურეთ ვიდეო – ლექციებს

ინტერნეტი, რომელიც საბოლოოდ გადაირია სოციალური ქსელების საფუძველზე, ჯერ კიდევ წარმოადგენს მრავალფეროვანი ინფორმაციის საუკეთესო წყაროს. ყველაზე თვალსაჩინო გზა თვითგანათლებისა – ეს არის ლექციები. კარგი ლექციები შეიძლება ვიპოვოთ TED-ზე ან iTunes U-ში. ასევე, ბევრი უნივერსიტეტი აქვეყნებს თავის საგანმანათლებლო მასალებს ქსელებში.

9. უყურეთ საზრიან გადაცემებს

თუ თქვენ კითხულობთ ამ ტექსტს, მაშინ თქვენ სავარაუდოდ დარწმუნებული ხართ, რომ ტელევიზია უკვე დიდი ხანია ჯოჯოხეთად იქცა. ეს, ერთ მხრივ, სწორი მოსაზრებაა. თუმცა, ნამდვილად კარგი საგანმანათლებლო არხები, როგორიცაა Discovery, არავის აუკრძალავს. Discovery ქმნის ძალიან ხარისხიან და საზრიან გადაცემებს და მათი ნახვა ლეგალურად, ინტერნეტით, ხშირად შეუძლებელია.

10. ამოხსენით თავსატეხები

თავსატეხები, მათი გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, წარმოადგენენ სასარგებლო საქმიანობას. ისინი, არამარტო გვეხმარებიან დროის გაყვანაში, არამედ, აახალგაზრდავებენ ტვინს. აგრეთვე, აფერხებენ მეხსიერების დაქვეითებას ხანდაზმულობისას.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური