GE

12-15 წლის ასაკის მოზარდებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება 3-დან 12-კვირამდე ინტერვალით განისაზღვრა

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა.

მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა დანართში, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას უკავშირდება:

ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

დანართის მეორე მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც მოზარდებს უკავშირდება და ასე ჩამოყალიბდა: „12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება (გამოყენება ავტ.) (30 მიკროგრამი) რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით“.

ასევე იხილეთ:

ჯანდაცვის მინისტრი: მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური