GE

14 ეკრანიზაცია, რომელმაც წიგნს აჯობა

,,წიგნი ჯობია!“ – ეს არის ყველაზე პოპულარული კომენტარი, რომელსაც  ეკრანიზაციების უმრავლესობაზე ტოვებენ. ითვლება, რომ ლიტერატურული ნაწარმოებს ადამაიანის ფანტაზიაზე უფრო დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. თუმცა როცა საქმეს ხელს ნიჭიერი რეჟისორი კიდებს, მწერლის მიერ გამოგონილი ისტორია შეიძლება უფრო საინტერესოც კი გახდეს.

გთავაზობთ რამდენიმე ღირსეულ ეკრანიზაციას, რომლებმაც შეძლეს თავდაპირველი ნაწარმოები უფრო ფერადი და მიმზიდველი გაეხადათ.

პირველი მოთამაშე მოემზადე; Ready Player One (2018)

გადაღებულია ერნესტ კლაინის წიგნის ,,პირველი მოთამაშე მოემზადე“ მიხედვით.

ერნესტ კლაინმა ეს ნაწარმოები 1980-იანი წლების პოპ-კულტურაზე დაყრდნობით დაწერა. სტივენ სპილბერგის ფილში კომპიუტერულ თამაშში ჩაძირვა, განძის ძიება და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაა ნაჩვენები. რეჟისორმა პატივი სხვა პოპულარული ფილმების სიუჟეტებსაც სცა. თქვენ აქ ისეთი ფილმების სიუჟეტებს ამოიცნობთ  როგორიაა: ,,ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“, ,,რკინის გოლიათი“, ,,უკან მომავალში“, ,,საშინელება თელების ქუჩაზე“. ნაწარმოების ძლიერი ვიზუალური ხორცშესხმის გარდა მისმა ალუზიამაც ასი პროცენტით გაამართლა.

IMDb რეიტინგი – 7,6

სხივი ოკეანეებს შორის; The Light Between Oceans (2016)

გადაღებულია მარგო სტედმანის წიგნის ,,სხივი ოკეანეებს შორის“ მიხედვით.

მარგო სტედმანის წიგნი დრამის შესანიშნავ მაგალითს წამროადგენს: აქ სიყვარულის თემას, ოჯახურ ისტორიასა და გმირების რთულ გადაწყვეტილებებს შეხვდებით. მკითხველების უმრავლესობა ნაწარმოებში გადამეტებულ სენტიმენტალობასა და სიუჟეტის ხელოვნურობაზე საუბრობს. რეჟისორმა დერეკ სიენფრენსმა ისტორიის ხარვეზების აღმოფხვრა და მთავარი გმირების ხასიათების იდეალურად გადმოცემა შეძლო. წიგნის ავტორი ფილმის პრემიერას დაესწრო. მისი თქმით, სურათმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან ცრემლების შეკავებაც კი ვერ შეძლო.

IMDb რეიტინგი – 7,2

ამერიკელი ღმერთები; American Gods (2017-…)

გადაღებულია ნეილ გეიმანის წიგნის ,,ამერიკელი ღმერთები“ მიხედვით.

ნილ გეიმანის ნაწარმოები თანამედროვე ამერიკაში ძველი და ახალი ღმერთების არსებობას და მათ გადარჩენისათვის ბრძოლას ასახავს. ნაწარმოების სიუჟეტის ჩახლართულობამ და ბუნდოვანებამ შეიძლება ,,გამოუცდელი“ მკითხველი დააფრთხოს. წიგნის სერიალად ადაპტირება საკმაოდ მარტივი გამოვიდა: მინიშნებები პერსონაჟების რეალურ არსებობაზე ბევრად უფრო ნათელია, ყველა გმირის ხასიათი კი იდეალურად არის ნაჩვენები.

IMDb რეიტინგი – 8,1

ბელი და სებასტიანი; Belle & Sebastian (2013)

გადაღებულია სესილ ობრის წიგნის ,,ბელი და სებასტიანი“ მიხედვით.

სესილ ობრის ეს პოზიტიური წიგნი ბიჭისა და პერინეის მთის ძაღლის თავგადასავალზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ის პერსონაჟების ერთგვარი შაბლონურობით გამოირჩევა, იმავე სახელწოდების ფილმისთვის შესანიშნავი პირველწყარო გახდა. თვალწარმტაცი პეიზაჟების, სასიამოვნო მუსიკისა და კეთილი ისტორიის (მიუხედავად იმისა, რომ მოხმედება ომის დროს ხდება) დახმარებით ეს შესანიშნავი საოჯახო ფილმია.

IMDb რეიტინგი – 6,9

ლმოდებული; Burning (2018)

გადაღებულია ჰარუკი მურაკამის წიგნის ,,ფარდულის დაწვა“ მიხედვით.

ამ ფილმის პირველწყარო პატარა ლირიკული ჩანახატი გახდა. კორეელმა რეჟისორმა ლი ჩხან დონმა მის საფუძველზე ღრმა ფსიქოლოგიური დეტექტივის გაშლა შეძლო.  სამი ახალგაზრდა ადამიანის ურთიერთობებზე აგებულ ისტორიას დრამისა და თრილერის ელემენტებითაც კი აქვს. ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ქვეტექსტების მრავალფეროვნებამ ფილმი თავსატეხს დაამსგავსადა, რამაც მას კანის 71-ე ფესტივალზე კრიტიკოსების რეკორდულად მაღალი შეფასება მოუტანა.

IMDb რეიტინგი – 7,7

ის; it (2017)

გადაღებულია სტივენ კინგის წიგნის ,,ის“ მიხედვით.

სტივენ კინგის ამ რომანის 2017 წლის ეკრანიზაციამ ნაწარმოების სიუჟეტს გარემოს აღქმა და დაძაბულობა შემატა. ანდერს მუსკეტის კლასიკური საშინელებათა ფილმი გამოუვიდა. იმის მიუხედავად, რომ რეჟისორს მასში სისხლის მდინარეები არ უჩვენებია, საინტერესო, გაუწელავი და თანმიმდევრული სიუჟეტის წყალობით მან მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სურათში განსაკუთრებულად ბილ სკარსგარდის მიერ შესანიშნავად შესრულებული როლი უნდა აღინიშნოს. კლოუნ პენივაიზის სახე იმდენად დამარწმუნებელი გამოვიდა, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობის გრიმით პირველად გამოჩენისას მისმა ახალგაზრდა კოლეგებმა ცრემლებიც კი ვერ შეიკავეს.

IMDb რეიტინგი – 7,4

გონებაზე მონადირე; Mindhunter (2017-…)

გადაღებულია ჯონ დუგლასისა და მარკ ოლშეიკერის წიგნის ,,გონებაზე მონადირე“ მიხედვით.

ეჭვგარეშეა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის, რომელიც მანიაკების ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის მეთოდებზე მუშობდა, მემოუარები ძალიან საინტერესო მასალაა, მაგრამ მასში ჩაფლობას ყველა ვერ შეძლებს. თუმცა როდესაც საქმეს ხელი დევიდ ფინჩერმა მოკიდა, რომანი დახვეწილ თრილერად გადაიქცა. მაყურებელი მის სიუჟეტს, ატმოსფეროსა და გმირების ხასიათს მთლიანად შეიგრძნობს.

IMDb რეიტინგი – 8,6

ქუჩის კატა სახელად ბობი; A Street Cat Named Bob(2017)

გადაღებულია ჯეიმს ბოუენის წიგნის ,,ქუჩის კატა სახელად ბობი და როგორ გადაარჩინა მან ჩემი ცხოვრება“ მიხედვით.

წიგნი ქუჩის მუსიკოსისა და კატის, რომელმაც ის ნარკოდამოკიდებულებისგან იხსნა, მეგობრობის ამბავს მოგვითხრობს. ის 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და The Sunday Times -ის ბესტსელერების სიაში მოწინავე ადგილის შენარჩუნება 76 კვირაზე მეტხანს შეძლო. აღსანიშნავია, რომ მკითხველები შესანიშნავ სიუჟეტთან ერთად მწერლის მიერ საკმაოდ მარტივი, ადგილებში კი პრიმიტიული ენის გამოყენებასაც აღნიშნავენ. ნაწარმოების ძლიერმა ეკრანიზაციამ ნიჭიერი მსახიობებისა და შესანიშნავი მუსიკის საშუალებით ამ ისტორიას ახალი სული შთაბერა. საინტერესოა, რომ კატა რომელიც ფილმში ჩნდება სწორედ ის ბობია, მისი პატორნი ჯეიმს ბოუენი კი იმ ეპიზოდში გადაიღეს, სადაც ის ავტოგრაფს თავისი გმირისგან იღებს.

IMDb რეიტინგი – 7,4

გაუჩინარებული ქალი; Gone Girl (2014)

გადაღებულია გილიან ფლინის წიგნის ,,გაუჩინარებული ქალი“ მიხედვით.

ამ რომანის ეკრანიზაციამ მწერალს ჰოლივუდის სცენარისტობისკენ  გზა გაუხსნა. ორიგინალი ნაწარმოები გაწელილი იყო და საავტორი სტილის უხეშობით გამოირჩეოდა. თუმცა დევიდ ფინჩერის ინტერპრეტაციაში ის ძალიან საინტერესო გამოვიდა. ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც დრამის ელემენტებსაც შეხვდებით ადამიანს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს. თითქოს ბანალური ოჯახური ისტორის ყურებისას მაყურებელი ცდილობს იმის გაგებას, თუ ვინ არის მკვლელი და ვინ მსხვერპლი.

IMDb რეიტინგი – 8,1

ყაბაყის ცოხვრება; My Life as a Zucchini (2016)

გადაღებულია ჟილ პერისის წიგნის ,,ყაბაყის ავტობიოგრაფია“ მიხედვით.

ეს არის ძალიან მარტივი, თუმცა დასამახსოვრებელი ისტორია. ანიმაციური ფილმი, რომელიც დაობლებული ბიჭის ისტორიას გადმოსცემს, შავი იუმორით გაჯერებულ სიურეალისტურ დრამად იქცევა. მის სიუჟეტში ძლიან ნათელი, მაგარმ ამავე დროს სევდიანი ამბავია გადმოცემული. 2017 წელს ,,ყაბაყის ცხოვრებამ“ დამსახურებულად მიიღო ნომიანცია ოსკარზე, როგორც საუკეთესო ანიმაციური ფილმი.

IMDb რეიტინგი – 7,8

სახეცვლილი ნახშირბადი; Altered Carbon (2018-…)

გადაღებულია რიჩარდ მორგანის წიგნის ,,სახეცვლილი ნახშირბადი“ მიხედვით.

რიჩარდ მორგანის რომანში, რომელშიც მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს, მოქმედება ისეთ დროში ხდება, როდესაც ადამიანის კოპირება არის შესაძლებელი. მწერალმა მასში 90-იანი წლების სტილისტიკა შეინარჩუნა. მასში ბევრი ჩხუბი, იარაღი და უშიშარი პერსონაჟია. Netflix-ის სცენარისტება წიგნის ეკრანიზაციაში დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ უკვე არსებული პერსონაჟების სახე ბოლომდე დახატეს, დაამატეს რამდენიმე ახალი კოლორიტული გმირი, სიუჟეტი უფრო ლოგიკური გახადეს და ნაწარმოების ვიზუალური ეფექტიც შეავსეს. ყოველივე ამან ფანტასტიკის ჟანრის ბოევიკი შესანიშნავ სურათად აქცია.

IMDb რეიტინგი – 8,2

ჰორიზონტთან ახლოს; Adrift (2018)

გადაღებულია ტემი ეშკრაფტის წიგნის ,,დილის წითელი ცა. სიყვარულის, განშორებისა და გადარჩენის რეალური ისტორია.“ მიხედვით.

ტემი ეშკრაფტი, რომელმაც წიგნში თავს გადამხდარი ამბავი აღწერა, მოვლენების გადმოცემის სიმშრალით გამორიჩევა. ბალტაზარ კორმაკურის კინოვერსიაში ისტორია ფართო მასშტაბებსა და ფერებს იძენს. მსახიობების მიერ მაღალ დონეზე შესრულებული როლები მაყურებელს გმირების თანაგრძნობისკენ განაწყობს. აღსანიშნავია, რომ ფილმის 90% ღია ზღვაშია გადაღებული. რეჟისორს ულამაზესი პეიზაჟებით დატვირთული შესანიშნავი დრამა გამოუვიდა.

IMDb რეიტინგი – 6,6

ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი; Fantastic Beasts and Where to Find Them (2016)

გადაღებულია ჯოან როულინგის წიგნის ,,ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ მიხედვით.

წიგნი, რომელიც ჯადოსნური ცხოველების სახელმძღვანელოს წარმოადგენს და გაწერილი სიუჟეტი არ გააჩნია, საქველმოქმედო მიზნებით გამოვიდა. თუმცა მის საფუძველზე ახალი შესანიშნავი ისტორია შეიქმნა, რომელიც ჯადოსნურ სამყაროზე მოგვითხრობს. მისი ეკრანიზაციის საშუალებით მაყურებელი ამ მაგიურ ატმოსფეროში მთლიანად ეფლობა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ პირველი ფილმი ტრილოგიის დასაწყისი გახდებოდა. თუმცა 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ამბავი ხუთ ნაწილად დაიყოფა და ყველა სცენარს თვით ჯოან როულინგი დაწერს.

IMDb რეიტინგი – 7,4

მისტერ მერსედესი; Mr. Mercedes (2017-…)

გადაღებულია სტივენ კინგის წიგნის ,,მისტერ მერსედესი“ მიხედვით.

საშინელებათა ოსტატის წიგნებს ეკრანიზაციებში ყოველთვის არ უმართლებთ: როგორც წესი, სამიდან ორ შემთხვევაში, მათგან ჩვეულებრივი  და ბანალური კინო გამოდის. თუმცა დეტექტივის ჟანრში კინგის პირველი გამოცდილება წარმატებული აღმოჩნდა. მასში ძველი ყაიდის დეტექტივისა და ახალგაზრდა ფსიქოპატი ჰაკერის წინააღმდეგობს ისტორია არის ნაჩვენები. სერიალზე მუშოაბისას მისი შემქმნელები პირველწყაროს ძალაინ ფრთხილად მოექცნენ. მათ მისი სულისა და ატმოსფეროს შენარჩუნება შეძლეს, შეტანილმა ცვლილებებმა კი მისი სიუჟეტი უფრო მთლიანი და საინტერესო გახადეს.

IMDb რეიტინგი – 8

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი წიგნის ეკრანიზაციამ აჯობა პირველწყაროს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური