GE

GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა

28 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ლიდერობის საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა (IYLCP) საზეიმოდ დაიხურა.

უნივერსიტეტის მიერ 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, IYLCP გრუნისა და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის – Global Citizen Education Group-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება და განკუთვნილია IX-XII კლასების ქართველი, აზერბაიჯანელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და ინდონეზიელი მოსწავლეებისთვის.

ორთვიანი პროგრამის ინტენსიური ონლაინკურსი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

თბილისის, ქუთაისის, საჩხერის, ფოთის, უშგულის, ცაგერის, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა, სასწავლო მოდულების შესაბამისად, განიხილეს:

  • ხელოვნური ინტელექტი და ლიდერობა;
  • დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის სტრატეგიები;
  • სტრესის მართვა;
  • ემოციური და კულტურული ინტელექტი;
  • პრობლემებისა და კონფლიქტების გადაჭრა;
  • მეწარმეობა;
  • პროექტის მენეჯმენტი;
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკა.

აღნიშნულის შედეგად კი, ახალგაზრდებმა თანამედროვე ლიდერის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები შეიძინეს.

პროგრამის წარმატებით დასრულება მოსწავლეებს მიულოცეს: გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; Global Citizen Education Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანგუს იონგიმ; პროგრამის სპიკერებმა – ხოსე რომერომ, ვახტანგ ჭარაიამ, თენგიზ თაქთაქიშვილმა, ანა აბესაძემ.

მოსწავლეებმა სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს პროგრამის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება წარუდგინეს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რასაც მოჰყვა წარმატების ისტორიების – ტესტიმონიალების – გაზიარება. ცერემონიას გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე უძღვებოდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური