GE
2 დეკემბერი, 2025 17:56

სკოლა „პოლიგლოტში“ ღონისძიება – „ფერთა ფოთოლცვენა“ გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტში“ ღონისძიება, სახელწოდებით „ფერთა ფოთოლცვენა“ გაიმართა.

„პოლიგლოტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად, თემებზე – „ფერთა ფოთოლცვენა“, „დიდი ხელოვანები და მათი პორტრეტები“, უამრავი საინტერესო და ორიგინალური ნამუშევარი შექმნეს – სკოლის დარბაზი კი, ბუნებრივი თუ ხელოვნური მასალებისგან შექმნილი საოცარი ნაკეთობებით, ნახატებითა და ნამუშევრებით გაივსო.

ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა დიდი ხელოვანების პორტრეტებმა – პატარები გამოეწყვენენ ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟების მსგავსად, მოირგეს ულამაზესი კოსტუმები და საგამოფენო სივრცე დაამშვენეს.

„პატარა ხელოვანები მთელი შემოდგომა ემზადებოდნენ ამ დღისთვის. საბოლოოდ კი, ულამაზესი, ფერებით სავსე და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი დღე გამოვიდა.

სკოლა „პოლიგლოტი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და იდეის ავტორს, დირექტორის მოადგილეს, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების მენეჯერს, ეკატერინე სიორდიას.

ასევე მადლობა კლასის დამრიგებლებს – ნონა წამალაშვილს, მაკა ცენგირაშვილს, მაკა წურწუმიას, გურანდა ხუცკივაძეს, ანა მუმლაძეს, სოფო მუმლაძეს, სოფო შერმაზანაშვილს, თამარ რიჟამაძეს, ირმა ჯავახიშვილს, თამარ ჯანხოთელს და ნინო კიკაძეს აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო მუსიკის მასწავლებელ ანა ზაზაშვილს – ულამაზესი მუსიკალური გაფორმებისთვის“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

studinfo.ge (მ)