თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულ ყველა აღსაზრდელს, რომელთა რაოდენობაც 60 000-მდეა, საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია და პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.
„ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა მზადება აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე. ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში და წელსაც, ჩვენი ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე განახლებული ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის, ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
-
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 4 წლის ნაცვლად 6 წელი გახდება
by სკოლამდელი განათლება
-
„განვიხილეთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც სკოლამდელ განათლებაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“
by სკოლამდელი განათლება
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
by სკოლამდელი განათლება