სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 2025 წლის 5 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია სტუდენტური კვლევის მხარდაჭერა, თანამედროვე ციფრული რეალობის სამართლებრივი საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. ნაშრომის თემატიკა შეზღუდული არ არის და შეიძლება შეეხებოდეს სამართლის ნებისმიერი დარგის აქტუალურ საკითხებს.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები.
მონაწილეობის პირობები
- გაიარეთ რეგისტრაცია და დადგენილ ვადაში წარმოადგინეთ თეზისი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და ნაშრომის ელექტრონული ვერსია;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა ნაშრომს დაურთონ ხელმძღვანელის ხელმოწერილი დასკვნა;
- თეზისები და ნაშრომი გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: conference@sangu.edu.ge.
მნიშვნელოვანი თარიღები
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
- ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
- წმკონფერენციის თარიღი: 16 დეკემბერი
კონფერენციის დღის წესრიგი დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.
თეზისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ მოთხოვნებს
1.თეზისი უნდა იყოს A4 ზომის; შრიფტი – Sylfaen; ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სათაურის ზომა – 14 Bold; სტრიქონთაშორისი – 1.5; გვერდის ველები: ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ, მარცხენა – 2 სმ, მარჯვენა – 1.5 სმ; აბზაცებს შორის – თითო ინტერვალი.
2.პირველი ხაზი: მომხსენებლის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულება (Sylfaen 14); მეორე ხაზი: მოხსენების სათაური (Sylfaen 14); მესამე ხაზი: თეზისის ტექსტი (Sylfaen 11).
3.თეზისის მოცულობა: 300–500 სიტყვა (მხოლოდ ქართულ ენაზე).
თეზისის რეკომენდებული სტრუქტურა
- საკითხის ზოგადი მიმოხილვა;
- თემის აქტუალურობა;
- ნაშრომის ან მოხსენების სტრუქტურა;
- განხილული საკითხები ან პრობლემები;
- კვლევის მეთოდები;
- ძირითადი დასკვნები.
ნაშრომის შესრულების წესი
1.ნაშრომი A4 ფორმატში; შრიფტი – Sylfaen; ტექსტი – 11, სათაური – 14 Bold; სტრიქონთაშორისი – 1.5; ველები: ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ, მარცხენა – 2 სმ, მარჯვენა – 1.5 სმ; აბზაცებს შორის – თითო ინტერვალი. ბიბლიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომის ბოლოს ანბანური რიგით: ჯერ ქართულენოვანი, შემდეგ უცხოურენოვანი წყაროები.
2.ტექსტში შიდა ტექსტური ციტირებისა და გამოყენებული ლიტერატურის შედგენის დროს, აპლიკანტმა უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) სტილით. (ავტორის გვარი და გამოცემის თარიღი) ციტირებისა და პარაფრაზირების დროს უნდა მიეთითოს გვერდები კონკრეტული წიგნიდან. იხ. დამატებითი ინფორმაცია
3.საკონფერენციო ნაშრომის მოცულობა: დაახლოებით 6–15 გვერდი.
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში“ – SANGU-ში მონოგრაფია წარადგინეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს 7-წლიანი უპირობო კლასტერული აკრედიტაცია მიენიჭა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი