17 ოქტომბერს, CIU-ში, თემაზე „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“ შეხვედრა გაიმართება
17 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“ შეხვედრა გაიმართება.
CIU-ს მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის სპიკერი კორპორატიული და პერსონალური ბრენდის სტრატეგი ანი ციცქიშვილი იქნება.
„შეხვედრის მიზანია, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გავუზიაროთ ცოდნა პირადი ბრენდის ჩამოყალიბების, პროფესიული თვითგამოხატვის განვითარებისა და თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესახებ. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი უნარებისა და კომპეტენციების ეფექტურად წარმოჩენასა და კარიერული მიზნების მიღწევაში“, – აცხადებენ CIU-ში.
შეხვედრა 14:00 საათზე, აუდიტორია 401-ში ჩატარდება.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი