CIU-ს აკადემიური დელეგაცია პოლონეთში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) აკადემიური დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა.
CIU-ს მიერ 17 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რჟეშოვის უნივერსიტეტში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში და პოლონელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
სამეცნიერო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამისა და CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ბერაია.
ვიზიტის მთავარ პლატფორმას ქალაქ რჟეშოვში გამართული „ადამიანის უფლებათა VI საერთაშორისო კონგრესი“ წარმოადგენდა. მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება რჟეშოვის უნივერსიტეტის, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და ორგანიზაცია „რეგიონული სრულყოფილების ინიციატივის“ (პოლონეთი) პატრონაჟითა და ორგანიზებით ჩატარდა.
კონგრესზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მთავარი მომხსენებლების სტატუსით წარდგნენ და საერთაშორისო საზოგადოებას აქტუალურ გლობალურ გამოწვევებზე საკუთარი ნაშრომები გააცნეს.
სამეცნიერო ფორუმის პარალელურად, CIU-ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს რჟეშოვის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, კრჟისტოფ ჟარნასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების გზები დეტალურად განიხილეს. შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.
-
სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების ციკლის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ პრეზენტაცია
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში, საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორკშოპი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში, კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი