CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ისრაელის არიელის უნივერსიტეტის დოქტორანტს უმასპინძლა
15-19 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა ისრაელის არიელის უნივერსიტეტის (Ariel University) დოქტორანტს, ლიჰი ჰოხს (Lihi Hoch), რომელიც უნივერსიტეტს კვლევითი ვიზიტით ეწვია.
CIU-ს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დოქტორანტის საკვლევი თემაა: „ვაზის ინტეგრირებული ქიმიური ანალიზი დომესტიკაციის გზების შესწავლის მიზნით“ (Integrated Chemical Analysis of Grapevines for Understanding Domestication Pathways).
ლიჰი ჰოხის ჩამოსვლას საფუძვლად დაედო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს შორის.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სადოქტორო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, რის ფარგლებშიც, მსგავსი გაცვლითი პროექტები მომავალშიც იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. შეხვედრაზე დოქტორანტმა, მიღებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს მადლობა გადაუხადა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე, ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი დავით მაღრაძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა კირაკოსიანი ესწრებოდნენ.
-
CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სამეცნიერო კვლევის ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი