GE

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის

როგორც ცნობილია, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ.
  • 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა,
  • ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. 

როგორც საგამოცდო ცენტრში გვითხრეს, ელექტრონული სარეგისტრაციო ბაზა არ გაიხსნება ვიდრე აპლიკანტი საგნის ჩაბარებისთვის განკუთვნილ ზემოთ მითითებულ თანხას არ გადაიხდის. შესაბამისად, ჯერ იხდით თანხას ქვემოთ მითითებული შესაძლო საშუალებებით, შემდეგ რეგისტრირდებით ელექტრონულად.

იხილეთ ელექტრონული რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
    “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

ამავე თემაზე:

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

რატომ გახანგრძლივდა სარეგისტრაციო ვადები – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს აფრთხილებს

როგორ დავრეგისტრირდეთ ეროვნულ, საგრანტო, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური