GE

21-ე საუკუნის გადაწყვეტილებები განათლების სისტემისათვის

10-11 ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტარდება სემინარი სხვადასხვა რაიონული ცენტრიდან მოწვეული სკოლის IT სპეციალისტებისათვის. სემინარი მიმდინარეობს კომპიუტერული ტექნოლოგიების უმსხვილესი კორპორაციის Intel-ის საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში. მისი მიზანია უახლესი საინფორმაციო და პედაგოგიური ტექნოლოგიების გავრცელება განათლების სფეროში.

Intel-ის მიერ შემუშავებული სასწავლო მოდულები მიმართულია, რომ:

– მოსწავლემ გამოიმუშავოს ინფორმაციის მოპოვების, გადარჩევისა და ანალიზის უნარი;
– შესძლოს ახალი ცოდნის სინთეზი და ამოცანების გადაწყვეტა;
– პედაგოგმა ჩამოიყალიბოს უახლესი ინფორმაციისა და პედაგოგიური ტექნოლოგიების ეფექტური და კომპლექსური გამოყენების უნარი კლასში;

თანამედროვე სასწავლო პროცესით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა იმ ფასეულობების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ასე აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური