GE

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

სტაჟირება მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში – მომავალში წარმატებული კარიერის საწინდარია. ამასთან, კომპანიები აგროვებენ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს, სანამ ამას კონკურენტები გააკეთებენ. ამიტომ, ახალგაზრდებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა იზრუნონ თავიანთ მომავალსა და პერსპექტივაზე სწავლის პერიოდში.

პორტალმა “Glassdoor” სტაჟიორთათვის საუკეთესო კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. პორტალი 25 ათას ამერიკულ კომპანიას აკვირდებოდა, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკის გასავლელად იწვევს.

25. Amazon

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“სტაჟირების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობთ. თქვენ მუდმივად გარშემორტყმული ხართ შემოქმედებითი პიროვნებებით. ეს ნამდვილად აძლიერებს მუშაობის ჟინს”, – თქვა “Amazon”-ის ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მომუშავე სტაჟიორმა.

24. Nordstrom

“მე მიყვარდა “Nordstrom”, იქ ზრუნავენ თავიანთ თანამშრომლებზე. ჩემი მენეჯერი გატაცებული იყო თავისი მუშაობით და მასწავლიდა, როგორ განვავითარო ბიზნესი”, – ამბობს “Nordstrom”-ის სტაჟიორი.

23. QuickenLoans

“ამ კომპანიაში გასაოცარი კულტურაა. თქვენ შეიძენთ ბევრ ახალ მეგობარს”, – აღნიშნა “QuickenLoans”-ის სტაჟიორმა.

22. GE

“კომპანიაში მუშაობენ ჭკვიანი და მოტივირებული ადამიანები. აქ შეიძლება კარიერის განვითარება. მათ უნდათ, რომ თქვენ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი”, – აღნიშნავს სტაჟიორი.

21. JPMorgan Chase

“მეგობრული, სტიმულისა და მოტივაციის მომცემი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ უნიკალურ პროექტებზე. გარდა ამისა, კომპანიაში სწავლების კარგი პროგრამაა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ”, – ამბობს პრაქტიკანტი JPMorgan Chase-დან.

20. Deloitte

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დაგეხმარებათ, სწრაფად წაიწიოთ წინ კარიერაში. ამასთან, კომპანიაში ტარდება სოციალური ხასიათის მრავალი პროგრამა. აქ ძალიან კარგი გუნდია”, – თვლის “Deloitte”-ის სტაჟიორი.

19. Broadcom

“ეს სამსახური განსაკუთრებულ ტექნიკურ გარემოშია. კომპანიაში უამრავი შესაძლებლობაა სწავლისათვის”, – აღნიშნავს სტუდენტი.

18. Cisco

“აქ მრავლად არიან გონიერი და პერსპექტიული ადამიანები, ეს ძალიან კარგი ადგილია, რათა ისწავლო და შეიძინო გამოცდილება. გარდა ამისა, კომპანიას დიდი და ლამაზი ტერიტორია აქვს”, – თქვა სტაჟიორმა.

17. Procter&Gamble

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“კომპანიაში დიდი შესაძლებლობებია წინსვლისთვის, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოთ მსოფლიოს ბრენდებზე. აქ უმაღლეს დონეზეა სასწავლო პროგრამები. ჩემი კარიერა მინდა დავიწყო მხოლოდ აქ”, – ამბობს კომპანიის პრაქტიკანტი.

16. Hewlett Packard

“კომპანიაში ადვილია იპოვო ადგილი სტაჟირებისთვის. გარდა ამისა, აქ კარგი ხელფასია, პრაქტიკანტებისთვისაც კი” – ამბობს სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას მარკეტინგის განყოფილებაში გადის.
მაგალითისთვის: “HP”-ში სტაჟიორებს თვეში $ 4108 გამომუშავება შეუძლიათ.

15. Goldman Sachs

“კოლექტივში აბსოლუტურად მეგობრული გარემოა, სტაჟიორს შეუძლია რჩევისთვის მიმართოს კომპანიის ნებისმიერ სპეციალისტს”, – აღნიშნა პრაქტიკანტმა.

14. Yahoo

“უფასო კვება, მუშაობის მოქნილი გრაფიკი და გენერალური მენეჯერი, რომელმაც იცის, როგორ განავითაროს კომპანია”, – ამბობს სტუდენტი.

13. Morgan Stanley

“აქ მრავლადაა განვითარების შესაძლებლობები. კომპანია გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან”, – ჰყვება სტაჟიორი.

12. Texas Instruments

“აქ ბევრი უპირატესობა სტაჟიორებისთვის. კურსდამთავრებულებს კი შეუძლიათ მიმართონ კომპანიას მუშაობის თხოვნით სამ განსხვავებულ პოზიციაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნა სტუდენტმა.

11. Johnson&Johnson

“შესანიშნავი კომპანია, დიდებული კულტურა და პროექტი. კოლეგები ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, არ ღირს მორცხვობა კითხვის დასმისას”, – გვირჩევს კომპანიის პრაქტიკანტი.

10. Exxon Mobil

“სტაჟიორის ამპლუაში მე მაქვს შესაძლებლობა ვიმუშავო საკუთარ სუსტ მხარეებზე, ასევე, შევიძინო უდიდესი გამოცდილება ენერგეტიკულ კომპანიაში”, – აღნიშნავს სტაჟიორი.

9. Apple

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“დამატებით უფასო საცხოვრებლისა, რომელიც სამსახურიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს, ან 1000 დოლარიანი ბინისთვის, კომპანია გვთავაზობს თანამშრომლებისთვის უფასო სადილებსა და ვახშმებს, აგრეთვე სხვა ჯილდოებს- ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს-ცენტრი, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვა”, – თქვა Apple-ს სტაჟიორმა.

8. Bloomberg

“გასაოცარი განლაგება, მსუბუქი წასახემსებლები, ყოველთვის საინტერესო საქმე და მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი. კოლეგები ძალიან თავშეკავებული და მზრუნველები არიან”, – ამბობს სტუდენტი.

7. Microsoft

“კარგად ორგანიზებული სტაჟირების პროგრამა. აქ უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, მანქანით და სხვადასხვა ბონუსებით თანამშრომელთათვის”, – აღნიშნავს სტაჟიორი.

6. Intel

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“კოლექტივი, რომელშიც მე ვმუშაობდი, მუდმივად მხარში მედგა. მათ მასწავლეს ბევრი რამ. კომპანიაში ძალიან კომფორტული სამუშაო გარემოა”, – ამბობს კურსდამთავრებული.

5. Epic Systems

“Epic”-ში თანამშრომელთა უმეტესობა მზად არის პრაქტიკანტებთან მუშაობისათვის, რათა ასწავლოს ბევრი რამ და თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულებინოს. ეს საუკეთესო ადგილია კარიერის დაწყებისთვის”, – თვლის კომპანიის ინტერნი.

4. Schlumberger

“კომპანიაში ძალიან ზრუნავენ თავიანთ თანამშრომლებზე. ისინი ხარჯავენ ბევრ დროსა და რესურსებს სწავლების პროცესზე”, – აღნიშნავს სტაჟიორი.

3. Qualcomm

“კომპანიის სტაჟიორები განიხილებიან, როგორც კანდიდატები ღია ვაკანსიებისთვის. არის მრავალი შესაძლებლობა საკუთარი კარიერის განვითარებისთვის. ასევე, შესაძლოა, მოსინჯოთ საკუთარი თავი სხვადასხვა განყოფილებებში, რათა გაიგოთ, რომელი უკეთ შეგეფერებათ”, – ამბობს სტუდენტი.

2. Google

“სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ, როგორ ვითარდება უნიკალური პროექტები და თავად მიიღონ მონაწილეობა ახალი პროდუქტებისა და ინსტრუმენტების შექმნაში, რაც კარგი გამოცდილებაა, განსაკუთრებით, თუ სწავლობთ”, – თქვა სტუდენტმა.

1. Facebook

25 საუკეთესო კომპანია სტაჟიორთათვის

“კომპანიაში გასაოცარი კორპორატიული კულტურაა. აგრეთვე, აქ კარგი პროგრამაა სტაჟიორთათვის და ყველა მოხარულია ახალბედებით”, – აღნიშნა “Facebook”-ის პრაქტიკანტმა.

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური