4 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სია
30 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგშია 4 საჯარო და 3 კერძო სკოლის საკითხების განხილვა. საბჭო, საჯარო სკოლების შემთხვევაში, ავტორიზაციის საკითხსა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს შეამოწმებს. რაც შეეხება კერძო სკოლებს, სხდომაზე 6 სხვადასხვა საკითხის განხილვაა დაგეგმილი.
უფრო კონკრეტულად კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ავტორიზაციის საბჭოს დღის წესრიგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
საჯარო სკოლები:
1. სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
2. სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
კერძო სკოლები:
1. შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა- თბილისში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
2. შპს თბილისის არქიმედეს სკოლის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების შესახებ საკითხის განხილვა;
3. შპს თბილისის არქიმედეს სკოლის მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;
4. შპს ოქლიფის სკოლის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების შესახებ საკითხის განხილვა;
5. შპს ოქლიფის სკოლის მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;
6. შპს ოქლიფის სკოლის მიერ საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში, „zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.
-
ესეების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის – „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„პედაგოგიკა მეცნიერებაა და ვისაც არ ესმის მისი ამოცანები, ამით მხოლოდ საკუთარ გაუნათლებლობას ავლენს“
by განათლებული ბლოგი
-
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
by ARIS.GE-განათლება