„განათლების სისტემაში ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის 60-70%-ია, გაქვთ თუ არა ზრდის პოლიტიკა?“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს და პასუხი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეახსენა, რომ განათლების სისტემაში არსებული ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის თანაბარი არ არის.
ირაკლი კობახიძე: „მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე“.
კერძოდ, პარლამენტის წევრი, ჯემალ ანანიძე დაინტერესდა, აქვს თუ არა მთავრობას ხელფასების ზრდის პოლიტიკა სწორედ განათლების სისტემაში:
“განათლების სისტემაში არასწორმა ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებამ საბავშვო ბაღები და სკოლები დიდი ხანი ჩამოაშორა თავის ფუნქციას. პრობლემა შეიქმნა იმ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ვინც ვინც მიიღო დამატებითი კონტინგენტი და სწავლა-აღზრდის პროცესში შეფერხდა, პრობლემა შეიქმნა ოჯახებისთვის, ვისი შვილების გადაადგილების რადიუსიც გაიზარდა…
თქვენ ახსენეთ საშუალო ხელფასის ზრდა, მაგრამ იცით, რომ განათლების სისტემაში საშუალო ხელფასი არის ქვეყნის საშუალო ხელფასის 60-70%. თუ გაქვთ მინიმუმ ამ სისტემაში ხელფასის ზრდის პოლიტიკა განათლების პროგრამის განვითარებასთან ერთად?”.
ირაკლი კობახიძემ კითხვას საკუთარ გამოსვლაში უპასუხა:
“სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი სათანადო ვადებში გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლებში ხელფასების ზრდას, აქაც, ეკონომიკის ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა. დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და სახელმწიფო ბიუჯეტში.
ასევე იხილეთ:
გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი