მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს პირველად, „ჯარის ბანაკს“, რომელშიც მოსწავლეები ყოველწლიურად, მთელი საქართველოდან მონაწილეობენ, დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც ბანაკის მონაწილეებს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება ექნებათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს, 22 ივნისს, „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, როგორც კოჯრის, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, წელს 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს.
„მიხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მე-4 წელია, რაც იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი… თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ, თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა „ჯარის ბანაკს“ „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება. უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს.
ამავე თემაზე:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება