5 ფრაზა, რომელიც ხელს შეგიშლით სამსახურის დაწყებაში
გთავაზობთ 5 ფრაზის ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეგიშლით სამსახურის დაწყებაში:
რა საქმიანობას ეწევა კომპანია?
თუ მიხვედი გასაუბრებაზე და დამსაქმებელი გინდა დაარწმუნო, რომ შენ ხარ იდეალური კანდიდატი, მაშინ, პირველ რიგში, გაეცანი კომპანიის საქმიანობის სფეროს, გაიგე მის შესახებ რაც შეიძლება მეტი.
ჩემი ყოფილი უფროსი… მოკლედ, მიხვდი
არ ისაუბროთ უარყოფითად ყოფილ უფროსზე – ეს თქვენს სასარგებლოდ არ ითამაშებს. პირიქით, ამით საკუთარ თავზე შექმნით მუდმივად უკმაყოფილო თანამშრომლის შთაბეჭდილებას, რომელიც გამუდმებით ჩივის და ბუზღუნებს.
მჭირდება ფული
შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა არ გქონდეს, მაგრამ არასდროს უთხრა ეს პოტენციურ დამსაქმებელს. მან შესაძლოა იფიქროს, რომ სამუშაო შენთვის მხოლოდ ფულის წყაროა და კომპანიის ბედი საერთოდაც არ გაინტერესებს.
არ ვიცი
არ თქვა ეს გასაუბრებაზე, თუნდაც ნამდვილად არ იცოდე კითხვაზე პასუხი. დაიწყე ფიქრი. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი არ იცი, მაგრამ შენს ცხოვრებაში იყო მსგავსი შემთხვევები – მოყევი მათზე. თუ პასუხის გაცემა განსაკუთრებით რთული იქნება, ითხოვე დრო მოსაფიქრებლად.
ჩემი ნაკლი არის ის, რომ ვარ მშრომელი ადამიანი
ასეთი ფრაზა დამსაქმებლებს უკვე ასჯერ სმენიათ და, დამერწუნეთ, მათ მშვენივრად იციან რომ ეს ტყუილია. არ მოგერიდოთ თქვენი ნაკლის დასახელება – ის აქვს ყველას. მაგრამ აუცილებლად დასძინეთ, რომ თქვენ ებრძვით ამ პრობლემას და მაგალითისთვის თქვი, რომ ამაში უკვე მიაღწიე განსაზღვრულ შედეგს.
წყარო: http://ubr.ua