GE

5 მითი ცხოვრებაზე, რომლებსაც უნივერსიტეტებში ასწავლიან

მოდი, გულახდილად ვაღიაროთ, რომ რამოდენიმე კარგი მეგობრის, რიგი საინტერესო ნაცნობის, სტუდენტური საღამოების, კონსპექტების წარმოების გარდა, სამამულო საგანმანათლებლო სისტემა არაფერს იძლევა. თქვენ სასწავლებელში 4-5-6 წელს ატარებთ და გამოდიხართ იქედან ცალ ხელში დიპლომით, ხოლო მეორეში ილუზიებით და დაპირებული წარმატებების მოლოდინით სავსე ტომრით” – წერს ინტერნეტ გამოცემა Lifechaker.ru

გაგიმართლათ, თუ თქვენ სწავლის დამთავრებამდე 1-2 წლით ადრე დაიწყებთ მუშაობას (სხვა შემთხვევაში თქვენ შეგხვდებათ ძალიან მაღალი კონკურენცია დასაქმების ბაზარზე და შესაძლოა, ვერც კი მოახერხოთ ნორმალური ადგილის შოვნა და სამსახურში მოწყობა. განსაკუთრებით გაგიძნელდებათ ამ საკითხის მოგვარება თუ სამუშაოს საძიებლად საკუთარი ან უცხო ქვეყნის დიდ ქალაქს არ მიაშურეთ. სასწავლებლების პედაგოგები სტუდენტებს თავში ”უტენიან” აურაცხელ თეორიებს, რომელთა 90% მცდარია და რაც ყველაზე ცუდია, ამყარებენ მათ 5 მავნე მითით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან.

”საუკეთესო სტუდენტები აღწევენ საუკეთესო შედეგებს”

მეტ-ნაკლებად ეს მითი მუშაობს, მანამ, სანამ თქვენს ჩათვლის წიგნაკში შეფასებები იწერება. სასწავლებლების კედლებს გარეთ, ის არაფერს არ ნიშნავს. იცით სად შეიძლება აღმოჩნდეს 5 საუკეთესო სტუდენტიდან 4, მაგისტრატურის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ? – უმუშევართა სიაში. ამ 5 ადამიანიდან, მხოლოდ 1 ახერხებს მუშაობას სპეციალობის მიხედვით. არავითარი კავშირი სასწავლებელში მიღებულ მაღალ შეფასებებსა და ჩვენი სასწავლებლის ფარგლებს გარეთ წარმატების მიღწევას შორის არ არსებობს. არსებობს კავშირი მხოლოდ მონდომებასა და შესაძლებლობას შორის. ადამიანს უნდა შეეძლოს სასიკეთოდ გამოიყენოს მისთვის არამომგებიანი სიტუაცია და ცხოვრებისეული მდგომარეობა.

”რაც უფრო ხანგრძლივად მუშაობს ადამიანი, მით უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს”

ამ მითზე არის აგებული მთელი ბიუროკრატიული და განათლების სისტემა დსთ-ს ქვეყნებში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ ყველგან შეხვდებით ”40-50 წლის ქალბატონს”, რომელიც მერამდენე ხუთწლედს ატარებს სავარძელში კაცმა არ იცის და 2013 წლისთვის ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარს, მაგრამ მიუხედავად ამისა ითვლება ”ფასეულ თანამშრომლად” ან ”გამოცდილ პედაგოგად”, იმიტომ, რომ უკვე 15-20 წელია ამ ადგილზე მუშაობს. ამასთანავე ჩვენს გარშემო ათეულობით ნაცნობი და მეგობარი შეიძლება მოიძებნოს, რომლებსაც 20-25-28 წლის ასაკში გააჩნიათ სხვადასხვა უნარები, ცოდნა და იდეები, როგორც მინიმუმ 5-ჯერ მეტი, ვიდრე იმ 60 წლის ”ქალბატონს”. ბევრ მათგანს შესაძლოა აღმოაჩნდეს მინიუმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსხვილ კომპანიებში, სააგენტოებსა და ე.წ. ”სტარტაფებში”, სადაც მიღებული აქვთ გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ზემოთხსენებული ”ქალბატონი” მთელი თავისი 15-20 წლიანი ”სავარძელში ჯდომის” მანძილზე ვერ მიიღებდა ვერანაირად. თქვენ ისევ გინდათ, რომ ცოდნა მიიღოთ ადამიანებისგან, რომლებიც 10 წელი ერთი და იგივე სახელმძღვანელოს ფურცლავენ?

”ყველანაირი უნარები შეიძლება შეფასდეს და გაიზომოს”

მითი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს სასწავლებელში, სადაც შეიძლება, რომ ყველას ”დამსახურების” მიხედვით დაეწეროს შეფასება და ჩათვლა. შემდეგ ”დიპლომირებულ სპეციალისტს” 2 წელი უნდა ასწავლონ რეალური და არა თეორიული საბუღალტრო აღრიცხვა. ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიზაინი, ინტერფეისების პროექტირება, კოპირაითინგი, ონლაინ-მარკეტინგი უნარების განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან არც ერთი სამამულო, სერიოზული სასწავლებელი არ ამზადებს ვებ-დიზაინერებსა და კოპირაითერებს, ხოლო ადამიანს, რომელსაც ორი პროექტი აქვს პორტფოლიოში მთელი 5 წლის მანძილზე ვერანაირად ვერ იქნება იდენტური იმ ადამიანისა, რომელსაც 2 წელში 25 პროექტი აქვს.

”არსებობს აღიარებული ავტორიტეტები და ამას უნდა შევეგუოთ”

ეს ”ძველი თაობის” პედაგოგებისა და ხელმძღვანელების უსაყვარლესი დოგმაა. მითს ფესვები გადგმული ჰქონდა ჯერ კიდევ იმ დროში, როცა ”პარტიულობა” მნიშნველოვანი იყო, ხოლო პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების 80 წლის წინანდელი შრომა ემსახურებოდა გაუმართლებელ თეორიასა და პრაქტიკას ყველა იმ საქმიანობის სფეროში, როგორიცაა მეცნიერება და მედიცინა, ხელოვნება და ლიტერატურა. დღეისათვის, ნებისმიერ სფეროში (გარდა თეორიული და კვანტური ფიზიკისა) ”დოგმების” გადახედვა ხდება ყოველ 4-5 წელიწადში. მხრებზე თავი, ანალიზისა და გამოკვლევის უნარი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმეს მიმართ ურყევი რწმენა.

”საჭიროა წესების დაცვა”

ეს მითი სიმართლე რომ ყოფილიყო, მაშინ ვერანაირი სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ბობ დილანი, ძმები კლიჩკოები და ტაიგერ ვუდსი ვერ იარსებებდნენ. წესების არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქუჩა აუცილებლად წითელზე უნდა გადავკვეთოთ, ვჭამოთ ხელით – დანა-ჩანგლის გარეშე ან უშვერი სიტყვებით ვილანძღოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წესების არ არსებობა ნიშნავს, რომ არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი ან მზა სქემა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, იმისათვის, რომ ყველა კმაყოფილი იყოს გარშემო, თქვენ კი შეძლოთ და ”მოათავსოთ” ამ სქემაში: ”საბაშვო ბაღი, სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური, ქორწინება, შვილები, ბინა იპოთეკით, შვილიშვილები, სიბერე, პენსია, სიკვდილი”.

რეალურად, უმაღლეს განათლებას იმიტომ არ ვიღებთ, რომ წესები დავიცვათ. უმაღლესი განათლება საჭიროა, რომ ავიმაღლოთ ცოდნა განსაზღვრულ სფეროში და შევქმნათ რაიმე ახალი, რაც ძველ სქემასთან ჭრილში ჩანს როგორც სასაქონლო-საფინანსო, სოციო-კულტურული და ტექნოლოგიური კავშირი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, სამამულო სასწავლებლებში ეს ნიუანსი დავიწყებული აქვთ.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური