GE

5 რჩევა, რომელიც წარმატებულ მეწარმედ გაქცევთ

რჩევა #1: ნუ ფიქრობ – იმოქმედე!

ეს ფრაზა, 20 წელის წინ, სიეტლის საყოფაცხოვრებო საქონლის რეალიზაციის წამყვანი კომპანიის, “CurranCatalog”-ის დამაარსებელს ჯეფ კარრენს სრულიად უცნობმა ადამიანმა უთხრა, რომელსაც ის თვითმფრინავში შეხვდა.
სამი მარტივი სიტყვით შთაგონებულმა კარრენმა, კომპანიის დასაარსებლად 15 ათასი დოლარი დააბანდა. კომპანია დროთა განმავლობაში წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა.

“იმ რეისის შემდეგ, მშობლების სახლში ყოფნისას, მე ავიღე ჟურნალი – და ვხედავ: გარეკანზე ის კაცია”, – იხსენებს კარრენი. მისი თანამგზავრი ერთობლივი ინვესტიციების ფონდების ექსპერტი მარიო გაბელლი აღმოჩნდა. “არ ღირს დიდხანს ფიქრი სერიოზულ გადაწყვეტილებაზე, ზოგჯერ საჭიროა, უბრალოდ იმოქმედოთ,”-ამბობს კარრენი.

რჩევა #2: დაე, მომხმარებლებმა მიგითითონ გზა.

თავდაპირველად ანულისინგლა საკუთარი ბიზნესის დაწყებას ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით არ აპირებდა, (მისი კომპანია, კვების ინდურ პროდუქტებზეა სპეციალიზებული) თუმცა, რაც უფრო მეტად უფიქრდება თავისი “IndianasApplePie”-ის – ჩიკაგოს კომპანიის ისტორიას, რწმუნდება, რომ მისი სტრატეგია მომხმარებელთა მოთხოვნის ზეგავლენით ჩამოყალიბდა.

მაგალითი პირველი: კომპანიის “Facebook”-ის ოფიციალური გვერდის მკითხველებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ მათ ძალიან უჭირთ ზოგიერთი ინდური სანელებლის შოვნა. სინგლამ ორგანიზება გაუწია ამ სანელებლების შესყიდვას მწარმოებლებისაგან და დაიწყო მათი გაყიდვა. მაგალითი მეორე: მეგობრები და ნათესავები არაერთხელ სთხოვდნენ მას ეჩვენებინა “პატარა ინდოეთი” ჩიკაგოში. სინგლამ დაიწყო დევონ-ავენიუს მაღაზიებში პატარა ექსკურსიები კაცზე 50 დოლარად. SpiceTiffin-იც კი, – ტრადიციული ინდური სუნელის შესანახი ჭურჭლის გაუმჯობესებული ვარიანტი – ბაზარზე მომხმარებელთა მოთხოვნით გაჩნდა. სინგლა ინდოეთში დაიბადა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ბავშვობაშივე გადავიდა.

“ჩვენი კომპანია მიისწრაფვის, ინდური პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადოს. თუკი მომხმარებლებს რაიმე სჭირდებათ, მე უნდა დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნა. თუკი რაიმე ისე არ არის – ისინი ამას შემატყობინებენ”,-ამბობს სინგლა.

რჩევა #3: მთავარია – ჟინი!

კომპანია “LaborWines” დამფუძნებელისთვის, რომელიც ოჯახური კონსალტინგური ბიზნესის წარმომადგენელია სარესტორნო-სასტუმრო სფეროში, კომპანიის არსებობის არსი მოგების მიღებაში მდგომარეობს, თუმცა თავად კორი ნაიმანი, მიუხედავად იმისა, რომ ლას-ვეგასში ცხოვრობს, ფულს პირველ ადგილზე არ აყენებს. ის მუშაობს იმიტომ, რომ უყვარს თავისი საქმე. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ოცნებობდა, როგორ დაამზადებდა და გაყიდდა სახლის ორეგონულ ღვინოს.

“2002 წელს მე არაერთგზის მოვინახულე ორეგონის მევენახეობისა და მეღვინეობის რაიონი, მან დიდად გამაოცა. იმ დროიდან მე მსურდა, როგორმე მადლობა გადამეხადა ორეგონისათვის, იმისათვის, რაც მან მაჩუქა.”

ოცნების რეალობად გარდაქმნისათვის ნაიმანმა თავდაყირა დააყენა ტრადიციული მეღვინეობის მეთოდები. მან გადაწყვიტა არ დაებანდებინა ფული მიწაში – ამისათვის საჭირო იქნებოდა დიდი კაპიტალი – სანაცვლოდ, მოელაპარაკა მევენახეებს თანამშრომლობაზე. ის ყიდულობს გარკვეული ჯიშის ყურძენს გამორჩეული ვენახებიდან, შემდგომ იმავე მევენახეებს უხდის ღვინის დამზადებისთვის. LaborWines-ის საწარმოო სიმძლავრეები არ არის დიდი, მაგრამ ნაიმანის მომწოდებლებისა და რესტორნების კავშირების დამსახურებით, მისი კომპანიის პროდუქცია 35-ზე მეტ შტატშია ხელმისაწვდომი.

“მე დავაარსე ორეგონის ღვინის სახლი, ლას-ვეგასში ცხოვრებისას, ეს ფაქტიც თვალნათლივ აჩვენებს ჩემი მუშაობის ჟინს”,-ამბობს ნაიმანი.

რჩევა #4: უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება!

ამ დევიზს, ყველაზე რთულ პერიოდში მხარს უჭერდა ლეო როკკო, როდესაც “GoPago”-ს – მობილური გადახდების კომპანიას ქმნიდა სან-ფრანცისკოში. გასულ წელს, “JPMorganChase”-მა მის ფირმაში მილიონობით დოლარი დააბანდა. იქამდე, ვიდრე ინვესტიციები იქნებოდა როკკომ განვითარებაზე 500 ათასი დოლარი დახარჯა, რითაც მან ამოწურა ყველა კრედიტი, იცხოვრა სამი წელი ხელფასის გარეშე, მიიღო რამდენიმე ცნობა გამოსახლების შესახებ და სამჯერ შეცვალა თავისი წარმოების სტრატეგია.

“მე ვმუშაობდი შესაძლებლობების ზღვარზე. უაღრესად რთულია, წინ წაიწიო, როდესად მუდმივად გაწუხებს ეჭვი, ამისათვის საჭიროა შეუპოვრობა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე, თუ შენ ნამდვილად გჯერა შენი საქმის, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. მშობლები მარიგებდნენ ამგვარად: თუ დაეცი – კვლავ ადექი, თუ ვინმე დგას შენს გზაზე – გამონახე სხვა გზა მიზნის მისაღწევად, თუ არ შეიძლება წაგება, შენ არწმუნებ თავს იმაში, რომ მოიგებ. ეს სიგიჟე არ არის. ეს უბრალოდ მძიმე შრომაა”,-ამბობს როკკო.

რჩევა #5: იყავით ღია ყველა სიახლისათვის!

რთულია წარმოიდგინო, რა მოუვიდოდა კომპანია “Wicked+”-ს, თუ მისი დამაარსებლები ამ პრინციპით არ იხელმძღვანელებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ეს ფირმა უბრალო მარკეტინგულ სააგენტოს წარმოადგენდა კალიფორნიაში.

დროთა განმავლობაში, წარმოების დამაარსებლები – ძმები ბრაიან და კოლინ კული – მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა ბიზნესის გაფართოება და საცალო ვაჭრობის დაწყება. დღეისათვის კომპანიის არც ისე დიდ მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი წარმოების რიგი პროდუქციისა, როგორებიცაა: ველოსიპედები, უსაფრთხო საპარსი, Chemex-ის ყავის მადუღარები და მაისურები. ზოგჯერ ბრაიანი და კოლინი წერენ სცენარს რეკლამისათვის, ზოგჯერ – ყიდიან ყავას.

“მე გაფიქრებაც კი არ შემეძლო, რომ “Wicked+” საცალო ვაჭრობასაც დაიწყებდა, მაგრამ ჩვენ დაინახეთ, რომ ეს მომგებიანია და შანსი ხელიდან არ გავუშვით”,-ამბობს ბრაიანი.

წყარო: mbastrategy.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური