GE

5 საუკეთესო ფილმი მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე საყურებლად

თუ გინდათ, ბავშვების ყურადღება დაიმსახუროთ, უნდა ესაუბროთ თემებზე, რომლებიც მათ ეხებათ და რომელსაც ყოველდღე ხედავენ. ასეთი საკითხები მათ დისკუსიის სურვილსაც გაუჩენს და ცნობიერებასაც აუმაღლებს. წიგნიერება ხომ მხოლოდ ტექსტური მასალის გააზრებას არ გულისხმობს, ამაში აუდიო თუ სხვა ტიპის ინფორმაციაც იგულისხმება. ამ მხრივ მნიშნელოვან როლს ასრულებს მოზარდებზე გათვლილი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მათთვის აქტუალურ საკითხებს შეეხება. ამ ტიპის ფილმები კარგ სასწავლო რესურსად გამოდგება.

ქვემოთ ჩამოთვლილია 5 ფილმი, რომლებიც შეგიძლიათ, მოსწავლეებს კლასში აყურებინოთ. მათი ნაწილი არ არის მარტივი საყურებელი, თუმცა მერწმუნეთ, ის აუცილებლად შეძლებს მოსწავლეებს დაინტერესებას და გახდება განხილვის საგანი:

ჩაგვრა bully http://www.bmetv.net/video/3432/bully-2012-hd-full-movie

გულსაწყვეტია, მაგრამ ესაა გულწრფელი ფილმი სკოლის მოსწავლეთა ცხოვრების შესახებ.  მისი მიზანია მოსწავლეებს გაუღვივოს განცდა იმისა, რომ ყველას შეუძლია იყოს განსხვავებული და დაანახოს მჩაგვრელთა მანკიერი მხარე.

რჩევა პედაგოგს:  გამომდინარე იქედან, რომ ფილმში საუბარია სუიციდისა და საკუთარი თავის დაზიანების ფაქტებზე, ყურადღებით შეარჩიეთ მაყურებლები. დარწმუნდით, რომ ეს მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს და ეცადეთ შექმნათ ისეთი სანდო გარემო, სადაც მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გაუჩნდებათ. ამის შემდეგ მოსწავლეებმა შეიძლება გადაწყვიტონ კლასში ჩაგვრის ფაქტების აღმოფხვრისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გოგონას გაზრდა Girl rising https://tubitv.com/movies/363092/girl_rising

თემები, რომელიც ამ ფილმშია გაშლილი, მარტივად აღსაქმელი არაა. ეს ეხება ბავშვთა ქორწინებას, ტრეფიკინგს და მსგავს საკითხებს. ფილმის ყურების შემდეგ ბავშვებს გაუჩნდებათ საკუთარი მოსაზრებები და კითხვები.

რჩევა პედაგოგს: ფილმის ნახვამდე მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ბავშვობიდან მნიშვნელოვანი მომენტების სქემა. დაუსვით შეკითხვა – რას აპირებენ მომავალში და რა როლი უჭირავს განათლებას მათ ცხოვრებაში. შემდეგ შეისწავლეთ მათი წარსული და განსაჯეთ, რა გავლენა მოახდინა ბავშვობაში მომხდარმა ამა თუ იმ ფაქტმა მათი სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაზე.

მან დამარქვა მალალა He named me Malala http://net.adjara.com/Movie/main?id=12814

ამ ფილმის მთავარი გმირია ნობელის პრემიის ლაურეატი თინეიჯერი პაკისტანელი გოგონა. ის დღესაც ქალებისა და ბავშვების უფლებების დამცველია.

რჩევა პედაგოგს: ფილმს აქვს ერთი ასეთი იდეა – ხდება რაღაც კონკრეტული ფაქტი, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებს. მისი ნახვის შემდეგ, ჰკითხეთ მოსწავლეებს, რამდენად რეალურია მსგავსი ტრანსფორმაცია და შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ მათ ირგვლივ მოხდეს.

შენ თუ ამას ააშენებ  If you build it  https://www.youtube.com/watch?v=V8bWtmcwnPM

ეს ფილმი მოსწავლეებს მისცემს მოტივაციას, დაარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში და გაუჩენს რეალურად რაიმეს გაკეთების სურვილს. თუ მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ერთად მუშაობით პრობლემის აღმოფხვრა და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, შეეცდებიან განახორციელონ, გეგმები, რომელმაც შესაძლოა, დამატებითი სასწავლო მასალა შექმნას.

ანიმაციური ცხოვრება Life, Animated http://net.adjara.com/Movie/main?id=19854

ფილმის მთავარი გმირი ოუენი სამ წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა. მაგრამ მოულოდნელად მან საუბარი შეწყვიტა, არ შეეძლო ემოციების გამოხატვა და კონტაქტი გარშემომყოფებთან. მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. წლების მანძილზე ოუენი და მისი ოჯახი ცდილობდა კვლავ გამოენახა საერთო ენა. მას ძალიან უყვარდა დისნეის მულტფილმები “ქალთევზა” და “მეფე ლომი”. მათი დახმარებით მან შეძლო კონტაქტი დაემყარებინა გარე სამყაროსთან.

რჩევა პედაგოგს: მასწავლებელს ფილმის ყურების შემდეგ გაკვეთილის სხვადასხვაგვარად წარმართვა შეუძლია. ერთ შემთხვევაში ის საუბრობს აუტიზმის საკითხებზე, მეორე შემთხვევაში კი განიხილავს საზოგადოების დამოკიდებულებას აუტისტების მიმართ. მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ პირადი მოსაზრებების, ისტორიების გაზიარების სურვილი და ამ სინდრომის მქონე პირთა პრობლემები კარგად უნდა გაიაზრონ.

და ბოლოს, ამერიკელი სუპერგმირის გაუხმაურებელი ისტორია:

ქალი საოცრებაThe Untold Story Of American Superheroines: Wonder Human https://www.youtube.com/watch?v=tHPyg367Alc

ქალი ბეტმენი-ეს ფილმი ისტორიული პერიოდის მიმოხილვა და იმის გაანალიზებაა, თუ როგორ იცვლებოდა ქალის როლი ათწლეულების განმავლობაში.
ფილმი მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას წინა თაობების ქალებისა თუ მათი თანატოლების ცხოვრებაზე. მათ უნდა დაუსვათ შეკითხვები ამ განსხვავებების შესახებ და საშუალება მისცეთ ისაუბრონ გენდერული ბალანსის მნიშვნელობაზე.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: commonsense

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური