60-კრედიტიან პროგრამაზე გრანტით დასაფინანსებელ პედაგოგთა რაოდენობა უმაღლესების მიხედვით – სია
მასწავლებლის მომზადების ერთწლიან 60-კრედიტიან პროგრამაზე გრანტით დასაფინანსებელ პედაგოგთა რაოდენობა უმაღლესების სასწავლებლების მიხედვით უკვე ცნობილია.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
მასწავლებლის პროგრამაზე დაფინანსების მოსაპოვებლად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პირი მიმართავს მისთვის სასურველ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი პროგრამაზე სწავლის მსურველ აპლიკანტებს უტარებს გამოცდას (გასაუბრებას/ტესტირებას) მათ მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დასაფინანსებელი კანდიდატების სიას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ ის უფროსი მასწავლებელია, ამ პროგრამის გავლით, ის უბრალოდ აიმაღლებს კვალიფიკაციას და არა სტატუსს, მაგრამ თუ პრაქტიკოსია, გახდება უფროსი მასწავლებელი.
2017 წლის მასწავლებელთა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ღირებულება და პროცედურები
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება
