GE

7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ასწავლოთ ბავშვებს ფრანგული

რობ ვილი

ამერიკული გამოცემის The New Republic-ის კორესპონდენტმა, ჯონ მაკვორტერმა, გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით: “ნუ მოვიტყუებთ თავს, ვითომ ფრანგული მნიშვნელოვანი ენაა”. აღნიშნული სტატია, თავის მხრივ, გახლდათ პასუხი, ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებული სტატიისა, საფრანგეთის მთავრობის მიერ, ამერიკულ სკოლებში ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების ინიციატივასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ ითქვას, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნის განათლების სისტემის ნაწილობრივი გაკონტროლება არც თუ ისე რეალისტური ქმედებაა.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მაკვორტერი ცდება. სინამდვილეში, ფრანგულის სწავლა ყველასათვის საჭიროა, თუნდაც შემდეგი მიზეზების გამო:

1. ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთათვის, ფრანგული, სხვა უცხო ენებზე მარტივად შესასწავლია – ხშირად ამბობენ, რომ ესპანური უფრო ადვილი ენაა, რაც საეჭვოა, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან ინგლისური, გერმანულისა და ფრანგულის შვილობილი ენაა, რომელიც ფესვებს ძველი გალებიდან იღებს. ცნობისათვის, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფრანგული ენა ინგლისური სასამართლო სისტემის ოფიციალური ენა იყო. უსასრულოა, იმ ინგლისური სიტყვების სია, რომელთა ფუძე სწორედ ფრანგული ენაა.

2. ფრანგულის შესწავლის შემდგომ, ესპანურიც იოლი ხდება – თუ ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ ალბათ, არ დაგვჭირდება იმ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი, რომელიც უცხო ენის სწავლას ერთვის. ამერიკელები, ენის შესწავლისას არჩევანს ხშირად ესპანურის სასარგებლოდ აკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგული და ესპანური ლათინური ენის “შვილები” არიან, ფრანგულად მოსაუბრეს ესპანურის სწავლისას უპირატესობა აქვს. ასევე, პირიქით, თუ უკვე ფლობთ ესპანურს, ფრანგულის შესასწავლად დიდი ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ.

3. ევროპის მასშტაბით, ფრანგული მეორე ენაა, რომელიც სკოლებში ისწავლება – ამ შემთხვევაში, მხედველობაში არ უნდა მივიღოთ ნორმანდიული ქვეყნები, რომელთაც ნებაყოფლობით თქვეს უარი საკუთარ ენებზე და ინგლისურზე გადავიდნენ. მათი ენები არც ყოფილა მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის. საფრანგეთში ცხოვრებისას, დავდექი საინტერესო ფაქტის წინაშე, როცა იტალიელ, ჩინელ, იაპონელ და მექსიკელ ბავშვებს ფრანგულის გარდა ვერც ერთ ენაზე ვერ დაველაპარაკე. ინგლისური არც პოლონეთსა და ჩეხეთში მოგზაურობისას გამომადგა. სწორედ ამას ეძახის საფრანგეთის მთავრობა “ფრანგული ენის არეალს”. რეალურად ეს არეალი იმაზე ფართოა, ვიდრე ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ.

4. თუ გინდა, გაიგო თანამედროვე ჩინეთისა და რუსეთის, უნდა იცოდე ფრანგული – მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის რევოლუციამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო, სწორედ მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმს. 1917 წლის რუსეთის რევოლუცია ძირითადად საფრანგეთის რევოლუციის მიბაძვის მცდელობა იყო. ხოლო, მაოს ჩინეთის კომუნისტური რევოლუცია, რუსეთის რევოლუციის გამეორების მცდელობა. ამიტომაც გახდა ტრაგედიაზე დაწერილი ალექსის დე თოქვილის წიგნი ბესტსელერი. დიახ, ეს ნაშრომი ინგლისურადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ თარგმანები ორიგინალს ვერასდროს შეედრება. ამას გარდა, ვინ გადათარგმნის ხოლმე წიგნებს ინგლისურად, თუ ფრანგულის მცოდნეები აღარ გვეყოლება?

5. აფრიკის ნახევარი ფრანგულად საუბრობს – ალბათ გსმენიათ, რომ ჩინური კორპორაციების დიდმა ნაწილმა ოპერირება აფრიკაში დაიწყო, სადაც მხარე რესურსებითაც მდიდარია და მუშახელიც იაფია. ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ ოფიციალურად ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებზე მოდის და მათ შორის, პირველ რიგში, ალჟირზე. შესაბამისად, ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ აფრიკის მიმართ ინტერესის ზრდას, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდეთ.

6. ამერიკელებს ფრანგული ენა თითქმის ყოველ დღე ემისთ – ნიუ იორკის და ვაშინგტონის მაცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან ფრანგულად მოსაუბრე ადამიანებს მეტროში. თუ ამერიკაში ცხოვრობთ და გინდათ ამერიკის გმირი გახდეთ, გზააბნეულ ფრანგი ტურისტების ოჯახს მიმართულება მათ საკუთარ ენაზე უნდა მიასწავლოთ.
ფრანგულს ხშირად გაიგონებთ ფილმებში და სატელევიზიო შოუებშიც. როგორც ფრანგულის მცოდნეს, ჩემმა ოჯახმა დაუყონებლივ მკითხა, თუ რას საუბრობდნენ ჟან დუჟანი და ლეო დიკაპრიო “ვოლ სტრიტის მგელში” ფრანგულად, ჟენევის მოალაპარაკებების სცენაში.

7. ფრანგული პოლიტიკა ახალი ამბების მთავარი შოუა – ახალი ამბების რეგულარულმა კითხვამ, შესაძლოა, დეპრესია დაგვმართოს. ამის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება კი, ფრანგული საინფორმაციო ამბების წაკითხვაა. ბოლო პერიოდია, რაც არაფერი კატასტროფული საფრანგეთის რეალობაში არ ხდება. შესაბამისად, ცხოვრება რომ გაიხალისონ, ფრანგები ათას აბსურდულ სიტუაციებში ეხვევიან. ალბათ გაიგებდით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის შესახებ, რომელმაც თავისი ლამაზი მეგობარი გოგონას აპარტამენტი მოტოციკლეტის სასაცლო ჩაფხუტით დატოვა. ამერიკაში ეს სკანდალის მიზეზი იქნებოდა, საფრანგეთში კი, მომხდარმა ოლანდის პოპულარულობა ერთიანად გაზარდა.

აქედან დასკვნა, თქვენი მინიმალური ძალისხმევით, შეგიძლიათ შეისწავლოთ უცხო ენა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიღოთ წვდომა მრავალ სასარგებლო, მნიშვნელოვან და სასაცილო ინფორმაციაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური