GE

70 000 ლარი 23 ავტომობილის შეკეთებისთვის

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ბალანსზე რიცხული 23  ავტომანქანის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების მიღებისთვის ტენდერს აცხადებს და 70 000-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, წინადადებების მიღება 20 ივლისს დასრულდა.

დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 წლის ასიგნებები: “განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა.”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხული 23 ერთეული ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება მოიცავს:
• პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას;
• ავტომანქანების დროულ, ოპერატიულ და რიგგარეშე შეკეთებას;
• სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• დაზიანებული ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას.

სატენდერო დოკუმენტაცის თანახმად, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის–ცენტრი ქ. თბილისში ერთდროულად არანაკლებ 10 ავტომანქანის მომსახურების საშუალებით, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 8 ასაწევი მოწყობილობა. სერვის–ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს სამუშაო დღეებში მათ შორის შაბათ დღესაც. პრეტენდენტის სერვის–ცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს ყველა საჭირო აპარატურითა და დანადგარებით. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 870 488.56 ლარითაა განსაზღვრული.

გამარჯვებულ კომპანიას მომსახურების გაწევის ვადა, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ექნება.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილებიდან ყველაზე ახალი 2012 წელს გამოშვებული KIA SORENTO, SKODDA OQTAVIA, KIA SPORTAGE და TOYOTA LANDCRUISER LC200 – ია, ყველაზე ძველი კი 2005 წელს გამოშვებული MERCEDES SPRINTER -ი.  ჩამონათვალში ასევე გვხვდება 2011 წლიანი HYUNDAI SONATA და 2006 წლიანი WOKLSVAGEN PASSAT-ი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური