რას ისწავლით საქართველოში დისტანციურად მაგისტრატურის საფეხურზე და არამხოლოდ – ჩამონათვალი
დამტკიცდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი და აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.
- სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად ელექტრონული სწავლება.
მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად ელექტრონული სწავლება დაშვებულია სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული შემდეგ დეტალურ სფეროებში:
- სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია პროგრამის ცალკეულ კომპონენტებზე ელექტრონული სწავლება.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებულ შემდეგ დეტალური სფეროებში.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად ელექტრონული სწავლების განხორციელების პირობები:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ ბრძანების დანართი №1-ის პირველი მუხლით განსაზღვრულ დეტალური სფეროებში შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის სრულად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით ან ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით. ასეთ შემთხვევაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა არ უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება, სახელოვნებო-შემოქმედებითი პრაქტიკა და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის/პროგრამის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას მოიპოვებს აკრედიტაციის გავლის საფუძველზე.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია ელექტრონული სწავლება
განსაზღვრულ დეტალურ სფეროებში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია ელექტრონული სწავლება:
ა) არანაკლებ 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არაუმეტეს 45 კრედიტისა;
ბ) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 45 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არაუმეტეს 20 კრედიტისა;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 30 კრედიტისა;
დ) საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან, რომელიც მოქმედებს – ევროკავშირის წევრი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების ან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არანაკლებ 240 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 80 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არაუმეტეს 60 კრედიტისა, არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არაუმეტეს 30 კრედიტისა;
ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა;
ვ) მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 50 კრედიტისა.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებზე ელექტრონული სწავლების განხორციელების პირობები
1. ამ დანართის მეორე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს, ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს ის სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება, სახელოვნებო-შემოქმედებითი პრაქტიკა და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება ადგილზე − სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმ სტუდენტისთვის, რომელიც არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების ფორმას, ვალდებულია უზრუნველყოს სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება არაელექტრონული ფორმით, ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის მინისტრის ბრძანება
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება