კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღებას აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
შენიშვნა: დამატებით მიღებაზე არ დაიშვება კანდიდატი, ვინც ძირითად მიღებაზე ვერ გადალახა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 13 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 19 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.) ან ელექტრონულად.
სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 25 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 27-28 სექტემბერი.
იხილეთ: უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი