GE

8 ფილმი IQ-ს ასამაღლებლად

თუ ინტელექტის ამაღლების გზებს ეძებთ, არ დაგავიწყდეთ ფილმები, რომლებიც ზოგჯერ წიგნზე არანაკლებ ინფორმაციას გვაწვდიან. მთავარი მათი სწორად არჩევაა. საგანმანათლებლო ფილმების უმრავლესობა დოკუმენტური და ბიოგრაფიული ჟანრისაა, ქვემოთ ჩამოთვლილ ფილმებს შორის ნახავთ როგორც გენიოსთა ცხოვრებისადმი მიძღვნილ ფილმებს, ისე სცენარისტთა ფანტაზიით შექმნილ შედევრებს:

“Inside Out” – თავდაყირა

ფილმში აღწერილია გოგონას ისტორია, რომლის ცხოვრებას 5 განცდა განსაზღვრავს – შიში, სიხარული, მრისხანება, ზიზღი და მწუხარება, თუმცა ეს მას შემდეგ იცვლება, რაც გოგონას მშობლებთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა უწევს. მართალია, ფილმი საბავშვოა, თუმცა ეს ზრდასრულებისთვისაც საინტერესო ცხოვრებისეული გაკვეთილია.

Limitless – უსაზღვრო

ფილმი, რომლის მთავარი გმირი ბრედლი კუპერია, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. აქ აღწერილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება, რომელიც ნარკოტიკ NZT-48-ზე  დამოკიდებული ხდება, თუმცა უარყოფითი გავლენის ნაცვლად, წამალი მას ზებუნებრივი შესაძლებლობების პერსონად აქცევს.

The Imitation Game – იმიტაციის თამაში

ფილმი ლეგენდარული მათემატიკოსის, ალანტიურინგის,  შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა “ენიგმას”, გერმანული კოდის, გასატეხად.

Memento -გახსოვდეს

ქრისტოფერ ნოლანის მიერ შექმნილი პერსონაჟი, გაი პრისი, ახალი მოგონებების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. მისი გონება მხოლოდ მეუღლის მკვლელის ძებნითაა მოცული. „მემენტო“ მეხსიერების ტექნიკის მნიშვნელობას ასახავს.

Good Will Hunting – ჭკვიანი უილ ჰანთინგი

ეს აკადემიის ჯილდოს მფლობელი ფილმი მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა ბიჭის შესახებაა, რომელიც საკუთარი თავის ძებნაში იმდენადაა გართული, რომ ირგვლივ ყველას გაურბის, გარდა კოლეჯის ლექტორისა. სწორედ ის დაეხმარება უილს წარმატების მიღწევაში

Primer- დეტონატორი

ფილმის არაწრფივი სტრუქტურა, საინტერესო სიუჟეტთან ერთად კიდევ უფრო ჩამთრევს ხდის მას.  სიუჟეტი გამომგონებელი ახალგაზრდების ირგვლივ ვითარდება,  ისინი ქმნიან ხელსაწყოს, რომელსაც ნივთების დაპატარავება შეუძლია, თუმცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც  თავად გეგმავდნენ…

“A Beautiful Mind”- ბრწყინვალე გონება

ფილმი ნობელის პრემიის ლაურეანტ, მათემატიკოს ჯონ ნეშის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს რასელ ქროუ. მთავარი გმირის გონებრივი შესაძლელობები უყურადღებოდ არ დარჩენია ხელისუფლებას, რომელიც საინტერესო გამოწვევის წინაშე აყენებს გენიოსს და შეიძლება ითქვას, მათი დავალება ნეშის მომავალს მთლიანად ცვლის.

Pi – პი

დარენ არონოვსკის სიურეალისტური თრილერი უმუშევარი თეორიტიკოსის მაქსის შესახებ გვიამბობს, რომელიც გამუდმებული თავის ტკივილით იტანჯება. პერსონაჟი სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. ფილმის მიზანია შეგვახსენოს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიადია ჩვენი გონება, ირგვლივ არაფრის პროგნოზირება არ შეგვიძლია.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური