თამაშები ხელს უწყობს უცხო ენის შესწავლას
მარტივი თამაშები სიტყვებისა და სურათების გამოყენებით ხელს უწყობს უხო ენის შესწავლას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.
გამოკვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემა PLOS ONE-ში, აჩვენა, რომ არატრადიციული მეთოდების გამოყენება არამარტო ხელს უწყობს დამწყებ მოსწავლეებს სწრაფად აითვისონ ახალი ენა, არამდედ ამაღლებს ტრადიციული სწავლის მეთოდების ეფექტურობას.
დოქტორანტი მერი-ჯოუზი ბისონი, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლაში, აცხადებს, რომ გამოკვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ენების დაწყებით ეტაპზე შემსწავლელთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც უცხო ენის სრულყოფილად შესწავლას გეგმავს.
„ჩვენ გავარკვიეთ, რომ არატრადიციულმა მეთოდმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უცხო სიტყვების შესწავლაში. თამაშების დახმარებით სწავლების პროცესი მარტივდება. სასარგებლო შეიძლება იყოს თამაშები, სიტყვები და სურათები, ან ფილმების ყურება სუბტიტრებით. ჩვენი კვლევის შედგებით დგინდება, რომ მსგავსი აქტივობა ენის სწავლების ან მისი სრულყოფის დროს, ეფექტურად ამარტივებს პროცესს და რეზულტატის მიღწევის ვადებს ამცირებს“ – განაცხადა ბისონმა.
წყარო:http://ubr.ua