ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროში კადრების შემცირებას აანონსებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ვინც მის უწყებაში ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან სამინისტროში კადრების და ანაზღაურების ოპტიმიზაციაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
„ოპტიმიზაცია ჩვენთან ყოველწლიურად ხდება. ზოგან კადრების გაძლიერება, ანუ მომატება ხდება, ზოგან კი შემცირება. რაც უკვე გაცხადებულია, ესაა, რომ ჩვენ 10%–ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების ნაწილში, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. ეს კი დაახლოებით 27 მილიონი ლარის ეკონომიას მოგვცემს“,– განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხება როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, ასევე სამინისტროს სიპებს.
„განათლების სამინისტროდან იმდენი ადამიანი გათავისუფლდება, რამდენიც ისეთ ფუნქციებს ასრულებს, რომლებიც მათ გარეშეც მარტივად შეგვიძლია შევასრულოთ. 2016 წელს 100 ადამიანის გათავისუფლება მოხდა, ისევე როგორც 2015 წელს. ეს პროცესი კი წელს ამ თვის ბოლოს დასრულდება. ეს პროცესი არის მუდმივი და ჯანსაღი, მთავრობა მიდის წინ იმ თვალსაზრისით, რომ უნდა უფრო გამხდარი იყოს“,– თქვა მინისტრმა.
განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი ახლებურად გადანაწილდა
განათლების სამინისტროს 2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯების რამდენიმე მილიონით შემცირება მოუწევს
ქეთი გიგოლაშვილი
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება