GE

განათლების სამინისტროს 2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯების რამდენიმე მილიონით შემცირება მოუწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პირველად ხდება რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ნიშნულს გადააბიჯებს.

ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და ისიც დაამატა, რომ 2017 წელს როგორც სხვა უწყებების, ასევე განათლების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

,,პირველად ხდება რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ნიშნულს გადააბიჯებს. ჩვენ ვიყავით ამ ნიშნულს მნიშვნელოვნად ქვემოდ, იგი ბოლო სამ წელში გაიზარდა და მომავალ წელს, იმედია 3% მაღლა იქნება. ბუნებრივია, ჩვენც ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს როგორც ანაზღაურების, ასევე სხვა კუთხით. რაც შეეხება ხელფასებს, პრემიებს და ნამატებს, ეს გამოთავისუფლებული ხარჯები სასწავლო ხარჯებში გადავა. შემცირება სხვადასხვა უწყებაში სხვადასხვანაირად მოხდება. საუბარია 10%-იან ცვლილებაზე, რომელიშიც, ბუნებრივია, იგულისხმება სახელფასო ფონდი, პრემიაც და დანამტებიც, ასევე კომუნალურების, დენის ფულიც და ბენზინის ხარჯებიც, რომელიც უნდა შემცირდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი სერვისების ხარისხი მინუმუმ არ გაუარესდება და მეტიც, გაუმჯობესდება. კონკრეტულ თანხებს რაც შეეხება, ზუსტი მონაცემები არ მაქვს, თუმცა საუბრია რამდენიმე მილიონ ლარზე. პირველ რიგში ვამაყობ, რომ ქამრების შემოჭერა ადმინისტრაციაზე ემთხვევა მასწავლებლების ხელფასების მატებას, მათ არ აქვთ ქამრები შემოსაჭერი, არამედ პირიქით, ჩვენ მასწავლებლების ქამრებს ძალიან ვუფრთხილდებით”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამასთან, განათლების მინსტირმა მის სისტემაში 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ზრდის ძირითადი მიმართულებებიც დაასახელა.

1.პედაგოგების ხელფასები (სქემის გათვალისწინებით)

,,20 000-მდე მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 200 ლარიანი მატება, 150 ლარით კი 10 000- მდე მასწავლებლისთვის, რომლრებიც მაღალმთიან რეგიონში მუშაობენ. შესაბამისად, 60 000 მასწავლებლიდან 30 000-მდე მასწვლელის ხელფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს.”

2.პროფესიული განათლების დაფინანსების ზრდა.

მინისტრის მტკიცებით, ,,ჩვენი პროფსასწავლებლები დასაქმების თვალსაზრისით უმაღლებსებს უსწრებენ.”

3.,,დაფინანსების ზრდის დანარჩენი კომპონენტები ემთხვევა რეფორმების სტრატეგიას. იზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსებაც და უკეთ დაიხარჯება იმ პროფესიებზე რომლებიც დღეს უფრომეტად მოთხოვნადია”, – განაცხად მინისტრმა.

დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინსტრი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებიდან, ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ბოლო მონაცემებით, 1 მილიარდ 116 000 მილიონი ლარით განისაზღვრება.

როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის დღემდე ცნობილ ვარიანტშია ნათქვამი, ამ თანხიდან ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 609 მლნ ლარი, ეს ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებელ საჭირო ხარჯებს.

ცნობისთვის, გასულ წელს 2016 წლის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 9 920.0 მლნ ლარიდან,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 975,2 მლნ ლარი.

განათლების ბიუჯეტიდან  ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 572,9 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტს სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ

როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის თანხები პრიორიტეტების მიხედვით

რა მიმართულებებით დახარჯავს განათლების სამინისტრო ყველაზე მეტ და ნაკლებ თანხებს 2017 წელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური