ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ინსტიტუციური წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ინსტიტუციური წევრი გახდა.
ADEE სტომატოლოგიურ სფეროში არსებული ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით, დიპლომამდე და დიპლომის შემდგომ განათლებას არეგულირებს.
იგი აერთიანებს მოწინავე სამედიცინო სასწავლებლებს, სპეციალიზებულ საზოგადოებებს და პროფესიულ ასოციაციებს.
ADEE-ს წევრობა ალტე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღონ:
- ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრებსა და ღონისძიებებში;
- პან-ევროპული სტომატოლოგიური განათლების სფეროს აქტივობებში;
- ორგანიზაციის სპეციალური პროფესიული ჯგუფების თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებში;
- აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ექსპერტთა პანელების მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში;
აგრეთვე, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, სრული წვდომა ექნებათ ევროპის სტომატოლოგიური განათლების ჟურნალზე და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ევროპული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სტომატოლოგიურ კონფერენციებსა და დარგობრივ აქტივობებზე.
ADEE-ს მიზანია, სტომატოლოგიური განათლების ხარისხის ზრდა და ხალხისთვის ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის შექმნა, რომლის იმპლემენტაციაში ალტე უნივერსიტეტიც შეიტანს წვლილს.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი