ალტე უნივერსიტეტმა ზუგდიდში პროფესიების ფორუმი გამართა
ალტე უნივერსიტეტის პროექტი „პროფესიების რეგიონული ტურნე” გრძელდება – ამჯერად პროფესიების ფორუმი სამეგრელოში, ზუგდიდში ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც XI-XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და იმ საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც მათ ალტე უნივერსიტეტი სთავაზობს. მოსწავლეები შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის სკოლების დეკანებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს, რომლებმაც აბიტურიენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარეს.
მოსწავლეებისთვის HR აუთსორსული კომპანიის „ფიფლია” დამფუძნებელმა, მარიამ დემურაშვილმა ვორკშოპი – „როგორ დავსაქმდე ჩემი ოცნების სამსახურში“ ჩაატარა. მარიამმა აბიტურიენტებს პირველი პროფესიული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო რჩევები გაუზიარა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებმა – დავით ჭეჟიამ და ნინი სიხარულიამ – ალტე უნივერსიტეტისა და BUCKSWOOD-ის სკოლის ერთობლივი პროექტის, კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური მოიპოვეს.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ „პროფესიების რეგიონული ტურნეს” ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, 24 აპრილს გაიმართება.
-
ალტე უნივერსიტეტის დელეგაცია პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებს სამუშაო ვიზიტით ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
რობოტიკისა და ელექტრონიკის სიმპოზიუმი სკოლის მოსწავლეებისათვის – ალტე უნივერსიტეტი
by ალტე უნივერსიტეტი