ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის ორ უნივერსიტეტთან გააფორმა
ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის ორ უნივერსიტეტთან, ალგებრასა და PAR-ის უნივერსიტეტთან გააფორმა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, ალგებრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი უნივერსიტეტია ხორვატიაში, რომელმაც ხარისხის ეროვნული სააგენტოს მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
ალგებრა სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზაციას შემდეგ მიმართულებებში: კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერია, მულტიმედია და ციფრული მარკეტინგი, გეიმინგი და 3D დიზაინი, მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომუნიკაციების მენეჯმენტი.
PAR-ის, როგორც ხორვატიის პირველ და ერთადერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელს Primorje-Gorski Kotar-ის რეგიონში, აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ეხმარება სტუდენტებს შრომის ბაზრისთვის უკეთ მომზადებასა და მეწარმეობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში.
PAR-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებას, მაგალითად: სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის გაზიარებას კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის, ტურიზმის, მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით.
აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხორვატიული და ქართული კულტურისა და უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოების გზაზე.
-
ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება – პროგრამები და ფასები
by ალტე უნივერსიტეტი
-
“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი