“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობა სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის – კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის მხარდასაჭერად, “Gelbakhiani Legal Services” (GLS) უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა!
პარტნიორობის ფარგლებში, GLS-ი სამართლის სამაგისტრო პროგრამის 3 სტუდენტს სწავლის ერთი წლის საფასურს სრულად დაუფინანსებს. კანდიდატებს სამართლის სკოლა აკადემიური მოსწრებისა და მიღწევების გათვალისწინებით შეარჩევს.
“Gelbakhiani Legal Services (GLS)“ არის იურიდიული ფირმა, რომელიც კორპორაციულ და ინდივიდუალურ კლიენტებს სთავაზობს სრულყოფილ იურიდიულ და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას. ფირმა სპეციალიზდება რთულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარიგებებზე, სასამართლო დავებზე, ხელშეკრულებების მომზადებასა და საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.“
ალტე უნივერსიტეტი ახალ პარტნიორთან ერთად აგრძელებს სტუდენტებზე ორიენტირებული ეკოსისტემის შექმნას, სადაც თანამედროვე, ხარისხიანი განათლება გლობალურ კარიერულ წარმატებად გარდაიქმნება.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი