GE

ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა

ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ლოკალური ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მონაწილე გუნდებმა თავიანთი ინოვაციური პროექტები პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგინეს.

უნივერსიტეტის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჟიურის წევრების შემადგენლობაში იყვნენ:

  • რუსო სანაძე – ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის დეკანი;
  • სალომე ონიანი – ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ასოცირებული პროფესორი;
  • გარიკ თეიმურაზიანი – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) კვლევისა და განვითარების მენეჯერი;
  • თამარ მახარაძე – ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფინანსებისა და ოპერაციების მიმართულებით;
  • თორნიკე ბაქაქური – ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ GREDA-ს წარმომადგენლები: აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე და სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი.

ნახევარფინალურ ეტაპზე 2 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა:

ალტე უნივერსიტეტის რჩეული: Safepeak – პროექტით „Offline Survival Guide for Georgia’s Mountain Communities“.

GREDA-ს რჩეული: Nakadi – პროექტით „A Verifiable Research Assistant Built on a University Consortium“.

ორივე გუნდს 1 000-ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცა. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდებს ჟიურის წევრები დამატებით მენტორინგ სესიებს ჩაუტარებენ. ფინალურ ეტაპზე კი, საბოლოოდ შერჩეული 1 საუკეთესო გუნდი ჟენევაში გაემგზავრება და ალტე უნივერსიტეტს ევროპის რეგიონულ ფინალზე წარადგენს.

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს გუნდებს გამარჯვებას და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას უსურვებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური