GE

24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია

თუ სტუდენტი ხარ და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვის არის.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს.

სად უნდა გაიარო რეგისტრაცია და რა ვადებში:

მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge – 8 სექტემბერს 18:00 საათამდე შეძლებენ.

კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ვაკანტური ადგილები უნივერსიტეტების მიხედვით

იხილეთ მიმღები უნივერსიტეტების პროგრამების ცნობარი

ვიდეო-ინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური