24 აგვისტო, 2026 16:21
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ ფრანგული ენის მასწავლებლები – ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული დაესწრნენ საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება ფრანგულ-ქართული ურთიერთობებისა და მეგობრობის ნამდვილ განსახიერებად იქცა, სტუმრები კი მეგობრულმა, თბილმა და სტუმართმოყვარე გარემომ გააერთიანა.
სკოლა „პოლიგლოტი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს ღონისძიებაზე მიწვევისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის.
„განსაკუთრებით ვაფასებთ საელჩოს მხარდაჭერას საქართველოში ფრანგული ენის, კულტურისა და განათლების მიმართულებით“, – აცხადებენ სკოლაში.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი