ალტე უნივერსიტეტსა და თურქეთის Üsküdar University-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და თურქეთის Üsküdar University-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Üsküdar University თურქეთში, ქალაქ სტამბულში მდებარეობს. უნივერსიტეტი სპეციალიზებულია ქცევითი და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 39 კვლევითი ცენტრი და 86 თანამედროვე ლაბორატორია.
Üsküdar University მჭიდროდ თანამშრომლობს NPISTANBUL Brain Hospital-თან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ფსიქიატრიის, ნევროლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, როგორებიცაა: მედიცინა, სტომატოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, კომუნიკაციები და სხვა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ კვლევით პროექტებში და ისარგებლონ საერთაშორისო სასწავლო მასალებით.
-
ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება – პროგრამები და ფასები
by ალტე უნივერსიტეტი
-
“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი