GE

აშშ-ს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგი

ფოტო –
3033

2013 წლის U.S. News & World Report Best Colleges-ის რეიტინგმა საუკეთესო სასწავლო დაწესებულებების შესახებ ნაკლები გაოცება გამოწვია. მან მხოლოდ დემონსტრირება გაუკეთა ტოპ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის არსებულ სტაბილურობას.

Harvard University და Princeton University კვლავ აგრძელებენ საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში მოწინავე ადგილის დაკავებას. ეს არის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ფოკუსირებას ახდენენ ბაკალავრიის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ჩარჩოებში.

Williams College დღემდე რჩება ერთპიროვნულ ლიდერად National Liberal Arts Colleges-ის კატეგორიის სკოლებს შორის, სადაც ჰუმანიტარული საგნები (ფილოსოფია, ინგლისური ენა, ისტორია) წარმოადგენს მინიმუმ ნახევარი სტუდენტების ძირითადი შესწავლის საგანს.

უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება სასწავლებელების რეიტინგის შუა ნაწილში. დაიშალა წინა წლის ხუთეული – მასში შედიოდა University of Chicago და Columbia University, ხოლო California Institute of Technology დაეშვა მე-10 ადგილზე. დიდი ნახტომი გააკეთა, ასევე Rensselaer Polytechnic Institute, რომელმაც ერთ წელში გადანაცვლდა 50-დან 41-ე პოზიციაზე.

National Liberal Arts College-ის რეიტინგის ათეულში წელს შევიდა Vassar College, რომელიც აღმოჩნდა Claremont McKenna College და Harvey Mudd College-ის შემდეგ და აიწია 18-დან მე-12 პოზიციაზე, ხოლო Bard College-მა გადანაცვლდა 51-დან 36-ე ადგილზე.

ტოპ Regional Universities – სკოლები, რომლებიც სთავაზობენ სტუდენტებს ძირითადად საბაკალავრო, რამოდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე აგრძელებენ პოზიციების გამყარებს თავიანთ რეგიონებში. Villanova University – რჩება პირველი ჩრდილოეთში. Rollins College, Creighton University და Trinity University სამხრეთში, შუა დასავლეთსა და დასავლეთში.

ცოტათი შეიცვალა Regional Colleges – ის რეიტინგიც – სკოლები, სადაც ჰუმანტიარულ დისციპლინებს უკავიათ პროგრამის ნახევარზე მეტი. ამ რეიტინგში სკოლები დაყოფილია ასევე გეოგრაფიული პრინციპით. ჩრდილოეთით – Cooper Union-მა ჩაანაცვლა პირველ ადგილზე United States Coast Guard Academy, სამხრეთით High Point University-იმ John Brown University. შუა დასავლეთსა და დასავლეთში ტოპ სკოლები დარჩნენ უცვლელი წინა წლის რეიტინგიდან – ესენია, Taylor University და Carroll College.

სკოლის შერჩევისას სტუდენტები და მშობლები პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ სკოლადამთავრებულთა ვალის საშუალო რაოდენობას. სტუდენტთა უმეტესობა იღებს საგანმანათლებლო კრედიტს და გარკვეული ვალის ქონა ეს ერთგვარ ნორმასაც წარმოადგენს. მაგრამ, მთავარია სწორად მოხდეს საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, მანამდე სანამ კრედიტს აიღებთ. იმისათვის, რომ აბიტურენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარებოდა U.S. News-მა გამოაქვეყნა იმ კოლეჯების სია, რომლის კურსდამთავრებულებსაც გააჩნიათ საშუალო ოდენობის ვალი, და სკოლების, სადაც სტუდენტთა უმრავლესობა ღებულობს სტიპენდიას. ასევე U.S. News-მა შეადგინა რეიტინგი Best Value Schools, რომელშიც სწავლის ხარისხი ყველაზე მეტად შეესაბამება გადასახადს.

მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეხება დასაქმების შესაძლებლობას კოლეჯის დამთავრების შემდეგ. დაგეხმარებათ კი სკოლა ან სპეციალობა სწრაფად მოძებნოთ კარგი სამსახური? იმისათვის, რომ სტუდენტებმა იცოდნენ რომელი დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიებს ყველაზე ხშირად U.S. News-მა შეადგინა სვეტი “Jobs and Internships” სკოლებზე მონაცემების ნაწილში.
იქვე არის შესაძლებელი ვაკანსიისა და სტაჟირების მოძებნა, რომელსაც დამსაქმებლები გვთავაზობენ, სპეციალობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

სტუდენტებისთვის, რომლებსაც გარკვეული აქვთ რით სურთ დაკავდნენ, არსებობს რამოდენიმე რეიტინგი, რომლებიც დაეხმარება მათ სასურველი საქმის მოძიებაში. ეს არის U.S. News-ის რეიტინგი Best Undergraduate Business Programs და Best Undergraduate Engineering Programs. თითოეული მათგანი შედგება სპეციალური რეიტინგებისგან – მაგალითად, Best Accounting Programs, Best Finance Programs, Best Chemical Engineering Programs, და Best Computer Engineering Programs.

ასევე, შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ განახლებული სიები Up-and-Coming Schools და A+ Schools for B Students და მოინახულოთ სკოლების გვერდები, წაიკითხოთ სტატიები და ბლოგები. ყველაფერი ეს დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სასწავლებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური