GE

აწსუ-ში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ვიცხოვროთ თავის ტკივილის გარეშე“ ჩატარდა

2017 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ვიცხოვროთ თავის ტკივილის გარეშე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამასამდე დელეგატმა იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოება და ჯანმრთელობის ინსტიტუტი.

კონფერენცია გახსნა აწსუ-ის რექტორმა, პროფსორმა გიორგი ღავთაძემ; მონაწილეებს მიესალმნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ირინე ფხაკაძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე. მოხსენებით წარდგნენ ტკივილის მართვის ცენტრის დირექტორი, პროფესორი შალვა ჩხიკვიშვილი. საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი გეგელაშვილი.

დასკვნით ნაწილში გაიმართა გიორგი გეგელაშვილის ახალი მონოგრაფიის „უცნაური თავის ტკივილი“ წარდგენა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური