GE

აწსუ-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება.

სწავლა შესაძლებელია შემდეგ პროგრამებზე: მუსიკა (დაწ-საბ-საშ), ფრანგული ენა(დაწ-საბ-საშ), ბილოგია(საბ-საშ), გერმანული ენა (დაწ-საბ-საშ), ინგლისური ენა (დაწ-საბ-საშ), ქიმია (საბ-საშ), ფიზიკა (საბ-საშ), გეოგრაფია (საბ-საშ), მათემატიკა (საბ-საშ), ქართული ენა და ლიტერატურა (საბ-საშ), ისტორია (საბ-საშ), რუსული ენა (დაწ-საბ-საშ).

ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
  • საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4 (ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ საგამოცდო კოდის მითითებით;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ყოველ დღე, უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში მისამართზე – ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსის №1211 აუდიტორიაში.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 27 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება 2024 წლის 30 სექტემბერს სარეგისტრაციო კომისიაში.

სააპელაციო განაცხადების განხილვა მოხდება 2024 წლის 1 ოქტომბერს.
ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2, 3 და 4 ოქტომბერს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური