აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება

აწსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
– სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
– 4 ცალი ფოტოსურათი 3 X 4 – ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
– ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარდგინებით). სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.
სსსმ ან შშმ სტატუსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი.
შენიშვნა: აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის სრულწლოვანი (18 წლის) დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა / მამა /კანონიერი წარმომადგენელი – პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2024 წლის 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, II სართული ოთახი № 1211, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
-
აწსუ-ის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა ვიქტორინაში გაიმარჯვეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ თურქეთის ორ უმაღლეს სასწავლებელთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სტუდფესტი 2025“-ზე აწსუ-ის სპორტსმენება ქართულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი