GE

ბათუმის ტურიზმის სკოლაში აშირ კარიმი ბიზნესის პროცესების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს

ფოტო –
9296

25 დეკემბერს, ბათუმში, კავკასიის ტურიზმის სკოლაში, აშირ კარიმი სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ლექციის თემა იქნება ბიზნეს პროცესები და EPR სისტემები.

ლექციის ანოტაცია:

თანამედროვე, გლობლური ბიზნეს ორგანიზაცია ვერ იფუნქციონირებს ERP სისტემების გარეშე. რა არის ERP სისტემა? რატომ იყენებენ ბიზნესები ამ ძვირადღირებულ სისტემას? როგორ მუშაობს სისტემა? რა არის ბიზნეს პროცესები და როგორ ხდება მათი ინტეგრირება კომპანიის საქმიანობაში? – ლექციის ფარგლებში, ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი.

აშირ კარიმს ფინანსურ აღრიცხვასა და ERP სისტემებში აქვს ოცწლიანი გამოცდილება, რომელიც ამერიკაში არსებულ მულტინაციონალურ კომპანიებში მუშაობისას მოიპოვა. მას აქვს Pace Unviersity-ს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე სერტიფიკატები CPA-სა და პროექტების მენეჯმენტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური