GE

კავკასიის უნივერსიტეტში ფილმის – “შინდისის გმირების” ჩვენება გაიმართება

ფოტო –
9281

19 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფილმის “შინდისის გმირების” ჩვენება.

ფილმის სიუჟეტი 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

ჩვენებამდე ფილმის ავტორი და პროდიუსერი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე მინაშვილი ისაუბრებს ანექსიის საკითხებზე.

“შინდისის გმირების” ჩვენებით დაიხურება ანექსიის წინააღმდეგ მიძღვნილი კვირეული, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური