GE

ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ, – ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ! 

ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე, ლექტორი ლევან ბერძენიშვილი სკოლაში გოგებაშვილისეული დედაენის დაბრუნების საკითხს ეხმაურება და ლინგვისტებსა და მეცნიერებს მიმართავს:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!  ამათ ჰგონიათ, რომ ვახტანგ როდონაიას გოგებაშვილი არ უყვარდა და იმიტომ შექმნა თანამედროვე სახელმძღვანელო?”, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური